თეგებით ძიება

"მინდოდა ეღიარებინა, თინეიჯერობაში ცოტა სულელი ვიყავი და ბოდიშს ვიხდი ამისთვისო" - პაიჭაძე ბერა ივანიშვილზე

მოდელი და ტელეწამყვანი , ალექსანდრა პაიჭაძე , ბერა ივანიშვილის გარშემო აგორებულ სკანდალზე საუბრობს და ამბობს, რომ ბერასთან წარსულში მუშაობდა ტელეკომპანია “ჯი დი ეს”-ზე და მასთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა - მისივე თქმით, ბერა უთბილესი ადამიანია.

პაიჭაძე ასევე ამბობს, რომ შვილების ასეთი საქციელი მშობლების ბრალია "დიდებს" ხელი არ უნდა შეეწყოთ.

მისივე თქმით, სურდა ბერას ეღიარებინა თინეიჯერობის დანაშაული და ბოდიშიც მოეხადა.

"მე ასეთ ბერას არ ვიცნობ. ის უთბილესი ადამიანია. მე მისგან მინდა სხვანაირი საუბარი, თუ ეს შეცდომა დაუშვა თინეიჯერობისას. ვიღაცეებს არასწორი მიმართულებები აქვთ ამ ცხოვრებაში და მთავარია გარემოცვამ უკარნახოს თინეიჯერ ბიჭს ეგ არასწორია და არა ნავთი დაასხას ცეცხლს და უთხრას, კი ჯიგარი ხარ.

მე ვფიქრობ ეგ ბიჭი, ასეთ ქცევას, რაც მის გარშემო ააგორეს არ იმსახურებდა. თუ ეს შეცდომა მან მართლა დაუშვა, ეს უფროსების და სხვების ბრალია. ჩემი შვილი როცა შეცდომას უშვებს, წამოვარტყამ კიდევაც და ვეტვი, რომ ეს არაა სწორი საქციელი.

თუ გაინტერესებთ ჩემი აზრი, მინდოდა ეღიარებინა, თინეიჯერობაში ცოტა სულელი ვიყავი და ბოდიშს ვიხდი ამისთვისო” – განაცხადა სანდრა პაიჭაძემ გადაცემაში "სთორი".

შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ, ტვ პირველმა ბერა ივანიშვილის ფარული სატელეფონო ჩანაწერები გაავრცელა, სადაც შესაძლო დანაშაულის დაგეგვმაზე იყო საუბარი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა