თეგებით ძიება

თბილისის მერიის თანამშრომელს, რომელმაც მოქალაქეს დაკარგული საფულე დაუბრუნა, კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა

რამდენიმე დღის წინ ჩემ სახელზე შემოვიდა ერთ-ერთი მოქალაქის, ლია მეტრეველი-ცაგარელისგან წერილი, სადაც საუბრობდა, რომ დადიანის ქუჩაზე თავისი დაუდევრობის შედეგად ქურთუკიდან ამოუვარდა საფულე, რომელიც რამდენიმე ხანში ერთ-ერთმა პირმა დაუბრუნა და ეს მოქალაქე აღმოჩნდა ჩვენი თანამშრომელი, ლადო შეროზია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მან ლადო შეროზიას მადლობა გადაუხადა და საზოგადოებას გააცნო.

„მინდა ერთი სასიამოვნო ისტორია მოგიყვეთ, რამდენიმე დღის წინ ჩემს სახელზე შემოვიდა ერთ-ერთი მოქალაქის წერილი, ლია მეტრეველი-ცაგარელისგან. წერილში საუბრობდა, რომ დადიანის ქუჩაზე მისი დაუდევრობის შედეგად ქურთუკიდან ამოუვარდა საფულე, რომელიც რამდენიმე ხანში დაუბრუნა ერთ-ერთმა პიროვნებამ. საფულეში მას ჰქონდა ოქროს ნივთი და სოლიდური თანხა. ეს მოქალაქე აღმოჩნდა ჩვენი თანამშრომელი, ლადო შეროზია, რომელიც მინდა საზოგადოებას გავაცნო. ის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის სწრაფი რეაგირების განყოფილების უფროსი სპეციალისტი გახლავთ და მინდა მას ადამიანურად, გულწრფელად დიდი მადლობა გადავუხადო ამ კარგი საქციელისთვის. თითქოს ჩვეულებრივი ისტორიაა, მაგრამ ამ ბოლო დროს ადამიანური თანადგომა, ამაგი და კეთილსინდისიერება არის ნებისმიერი უწყების სიძლიერე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

წყარო:imedinews.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა