თეგებით ძიება

ხაშურის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად დატბორილი ეზოებიდან ამოტუმბვის სამუშაოები მიმდინარეობს

ხაშურის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად დატბორილი ეზოებიდან ამოტუმბვის სამუშაოები მიმდინარეობს.

გადაუღებელი წვიმის შედეგად მოსულმა უხვმა ნალექმა ხაშურის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, ხაშურსა და სურამში პრობლემები შექმნა. დაიტბორა სახლების ეზოები და ასევე, სანიაღვრე არხებში წყლის დონის მომატებამ რამდენიმე ქუჩის დატბორვა გამოიწვია.

ადგილზე დილიდან მუშაობს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, სამაშველო სამსახურისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სპეცტექნიკა და ამოტუმბვის სამუშაოები მიმდინარეობს.

შიდა ქართლის რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში სიტუაცია სტაბილურია. მცირე სახის შეფერხების გარდა, რეგიონის მცხოვრებლებს მატერიალური ზარალი არ მიუღიათ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა