თეგებით ძიება

გეოლოგები გუდამაყარში გააქტიურებულ მეწყრულ პროცესებს ადგილზე სწავლობენ

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები დილიდან გუდამაყარში იმყოფებიან და ოშპიტელი-გუდამაყრის საავტომობილო გზის მონაკვეთზე განვითარებულ მეწყრულ პროცესებს ადგილზე სწავლობენ.

სპეციალისტებმა სიტუაციის შეფასების მიზნით, სამიზნე არეალის პირველადი კვლევები განახორციელეს და დამცავი ღონისძიებების შესახებ შესაბამისი რეკომენდაციები გასცეს. კერძოდ, გზის გაწმენდის, ფერდობზე არსებული ერთეული ლოდების ჩამოშლის და შემდგომ ფერდობის დამცავი მეტალის მართულბადის მოწყობის შესახებ.

23 მარტს, გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში, ოშპიტელი-გუდამაყრის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, უხვი ნალექის გამო კლდოვანი ფერდობი ჩამოიშალა, რის შედეგადაც 22 სოფელი გარესამყაროს მოწყდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა