თეგებით ძიება

გამოუცხადეთ სიყვარული ადამიანებს - რჩევები პერსონალური ქოუჩისგან

პერსონალური ქოუჩი, სპიკერი და ტრენერი, თამარ ბოკერია, გთავაზობთ სამოტივაციო სტატიას:

"ადამიანები... არავინ იცის რა ისტორიები დგას თითოეული ღიმილიანი სახის უკან... რა ისტორია დაგვაქვს თითოეულს...

ჩვენ რომ გაბრაზებულ, უხეშ ადამიანებს ვეძახით ხოლმე და ვცდილობთ ასეთებს გავერიდოთ, იცით რომ ისინი ასე მოწმენდილ ცაზე არ გამხდარან ასეთები... მათ უკან ისტორიაა...

იცით ყველას ვისაც ვნსჯით ან ვკიცხავთ, ვისგანაც მოვითხოვთ ყურადღებას, არ გვყოფნის მათი ღიმილი თუ სიყვარული, თუნდაც თანადგომა, იცით რომ მათ თავად სჭირდებათ ყურადღება, თანადგომა და სიყვარული?...

რა ადვილია ვიღაცას შეარქვა უყურადღებო, უგულო, ცუდი, უგუნური, და ა.შ. როდესაც არ იცი რა დგას მის უკან, წარმოდგენა არ გაქვს ამაზე...

დღეს გვგონია რომ კუპიურები არის დეფიციტში, ლუკმა პური არის დეფიციტში... დეფიციტების სია რომ წარვადგინო, სიყვარული, სულიერი სიმშვიდე, თანაგრძნობა, ის ვინც მოგისმენს აი ეს არის დეფიციტში....

არავინ იცის რაზე ფიქრობს ადამიანი, რატომ ტირის ღამე საბანში რომ გაეხვევა, ჩუმად მისთვის... ვერასდროს ვერავინ იგრძნობს თუ რას გრძნობს მეორე ადამიანი...

მერე ვდგებით და ცხოვრებას ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ და თავისუფლად შეგვიძლია განვსაჯოთ სხვები, სხვები რომელთაც შესაძლოა იმხელა ტვირთი ჰქონდეთ ზურგზე, იმიტომ ვერ იშლებოდეს მხრებში და არა იმიტომ, რომ შენი ნახვა არ უხარია, ან ცუდია...

იცით რას გრძნობს თქვენი მეგობარი, რომელიც შეგიძლიათ განსაჯოთ? რა აწუხებს და რა დოზით?! ვიცით რას გრძნობენ ჩვენი მშობლები სინამდვილეში, რომლებიც "მუდამ კარგად არიან?!"

ჩვენ შეგვიძლია ირონიულად, ადამიანადაც არ ჩავთვალოთ ისე მოვიხსენიოთ ვინმე ნარკომანი ან ლოთი... ვიცით ვიცით როგორ მივიდა იქამდე?! ან როგორ უნდა დააღწიოს თავი ამ ყველაფერს?! რამდენ რამეს ნანობს... და მაინც იგივეს აკეთებს...

იცით რატომ?! მან იცის, რომ ჩვენ საზოგადოება მას ადამიანად აღარ ვთვლით, ყველა მოტივაცია ჩავუკალით და იგი იმას განაგრძობს რაც უთხრეს, რომ მისგან არავინ არ დადგება...

დამღუპველია ჩვენი უნდობლობა ერთმანეთის მიმართ... ის ერთი სიტყვა, რომ მე მჯერა შენი! შენ გამოგივა! მოდი ვისაუბროთ...

იმის შეხსენება ადამიანებისთვის თუ რა სიკეთე გაუკეთებიათ, როგორ გამოსდიოდათ ყველაფერი და არა გაკიცხვა, შერცხვენა... იცით შესაძლოა მისთვის ახალი სიცოცხლის დასაწყისად იქცეს...

ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ყველაზე ისე ზერელედ, რომ შეგვიძლია შევარცხვინოთ, არ გავუგოთ, შეგვიძლია ვაფრიალოთ მათი სახელები...

ცუდი... მიტოვეული... ლოთი... ნარკომანი... მრუში... ქურდი... უხასიათო... უსაქმური... უგუნური... მათხოვრი... და კიდევ რამდენი, რამდენიც გინდათ?!

მაგრამ ვინმემ ვიცით რა იდგა ამ ყველაფრის მიღმა, ვინმე ვენდეთ რომელიმეს ისე, რომ მოგვნდობოდა და გული ამოეღო ისე ესაუბრა ამ ყველაფერზე... იქნებ როგორ ვჭირდებოდით...

ვინმესგან იგრძნეს გულწრფელად, რომ მათ შეეძლოთ ყოფილიყვნენ უკეთესები?! რომ ქონდათ ამის ძალა და უნარი?! ვინმე ვართ კი ისეთი, სადღაც მაინც რომ არ განვსჯით?!

ყველა ადამიანს, მდიდარ, ღარიბს, მაღალს, მდაბალს, კეთილს "ბოროტს" თეთრკანიანს თუ ფერადკანიანს, ქრისტიანს თუ სხვა რელიგიის, აფრიკელსა თუ ამერიკელს, ქალს თუ კაცს... ბედნიერს თუ სახე ჩამომტირალს, ყველას დედამიწაზე, ეტყობა თუ არ ეტყობა, საკუთარი ტვირთი აქვს და ეს ტვირთი მისთვის არის ძალიან დიდი...

ჰოდა ასე დატვირთულებმა, უსიყვარულობაში, არ გაგებაში, განსჯაში და მითითება-ბრძანებების ნაცვლად, სიყვარულში უნდა ვიცხოვროთ, ისეთ სიყვარულში, რომ ვიგრძნოთ რომ ჩვენ ყველა რეალურად საყვარლები და საჭირონი ვართ...

ვიგრძნოთ, რომ ადამიანები არიან ჩვენთან...


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა