თეგებით ძიება

მიანმარში სამთავრობო ძალებმა 7 წლის ბავშვი მოკლეს


მიანმარში სამთავრობო ძალებმა 7 წლის ბავშვი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სამხედროები საპროტესტო აქციების მონაწილეთა სახლებში რეიდს ატარებდნენ. გოგონას მშობლებმა კი მათ კარი არ გაუღეს, ძალოვნებმა ცეცხლი გახსნეს, ნასროლი ტყვია 7 წლის ბავშვს მოხვდა. სროლას კიდევ 2 კაცი ემსხვერპლა.

მიანმარში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო. სამთავრობო ძალები დემონსტრაციებს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით არბევენ.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა მიანმარის გადატრიალების ლიდერებს სანქციები უკვე დაუწესეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა