თეგებით ძიება

მდინარე ფრონეს ადიდების შედეგად, სოფელ დვანში რამდენიმე ოჯახი დაზარალდა

მდინარე ფრონეს ადიდების შედეგად, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანში რამდენიმე ოჯახი დაზარალდა.

მდინარის ადიდების შედეგად, ფრონეს ნაპირის მიმდებარედ არსებული სახლების ეზოები, სარდაფები და პირველი სართულები დაიტბორა. დატბორილია ასევე საკარმიდამო ნაკვეთებიც.

ადგილობრივების თქმით, მთელი ღამე გადაუღებლად წვიმდა, რის გამოც მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა. წყლის ნაკადის შეჩერებას მცხოვრებლები ქვიშის ტომრებით ცდილობდნენ, რაშიც მათ პოლიცია და თანასოფლელები ეხმარებოდნენ. სტიქიის ადგილიდან პირუტყვის გაყვანა მოასწრეს, თუმცა მოსავლის ნაწილი წყლისგან დაზიანდა.

მოსახლეობის განცხადებით, ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება აუცილებელია, რადგან ყოველ ძლიერ წვიმაზე მათ მდინარე ფრონე საფრთხეს უქმნის. ისინი ასევე აცხადებენ, რომ ასეთი მაშტაბური დატბორვა რამდენიმე წელია არ ახსოვთ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა