თეგებით ძიება

ტილოზე შესრულებული ყველაზე დიდი ნახატი 62 მილიონ დოლარად გაიყიდა (ვიდეო)

ტილოზე შესრულებული ყველაზე დიდი ნახატი „კაცობრიობის მოგზაურობა“ დუბაიში გამართულ აუქციონზე 62 მილიონ დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ გამოცემა Khaleej Times-ი წერს.

ბრიტანელი მხატვარი საშა ჯაფრი ნახატზე 7 თვის განმავლობაში მუშაობდა. „კაცობრიობის მოგზაურობა“ ორი საფეხბურთო მოედნის ზომისაა. თავდაპირველად ნახატის 70 ნაწილად დაყოფა და ცალ-ცალკე, 6 აუქციონზე გაყიდვა იგეგმებოდა.

ნახატის გაყიდვიდან მიღებულ თანხას მხატვარი ქველმოქმედებას მოახმარს. „კაცობრიობის მოგზაურობა“ კრიპტოვალუტების სფეროში მომუშავე კომპანიის ხელმძღვანელმა ანდრე აბდუნმა შეიძინა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა