თეგებით ძიება

საფრანგეთის ელჩი ფოთს ეწვია

ფოთის მერი გოჩა კურდღელია საფრანგეთის ელჩს საქართველოში დიეგო კოლასს შეხვდა. შეხვედრას მერის მოადგილე პაატა ლაგვილავა, საფრანგეთის ელჩის მრჩეველი თანამშრომლობისა და კულტურის საკითხებში პიერ კლუე და საგანმანათლებლო სფეროს კოორდინატორი ქეთევან ქურციკიძე ესწრებოდნენ.

გამოითქვა სურვილი ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვასა და ქალაქ ფოთის საფრანგეთის ერთ-ერთ ქალაქთან დამეგობრებაზე. შეხვედრაზე ორი ქვეყნის კულტურულ ურთიერთობაზე გამახვილდა ყურადღება და ამ კუთხით ალექსანდრე დიუმასა და ფოთის ქალაქისთავის ნიკო ნიკოლაძის როლზე ისაუბრეს.

ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ ელჩს ფოთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო და მის ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა.

საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი ფოთში ნიკო ნიკოლაძის კოშკს მოინახულებს და მე-5 საჯარო სკოლას ეწვევა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა