"პოზიტიური აფირმაციები წარმატებული დღის შესაქმენლად“ - რჩევები ენერგეტიკული პრაქტიკების ოსტატისგან
თუ რა ემოციებითა და ფიქრებით ვიწყებთ დილას, ეს გავლენას ახდენს ჩვენს მიმდინარე დღეზე. ენერგეტიკული პრაქტიკების ოსტატი, ფსიქოლოგი ანუკი ვეფხვაძე გთავაზობთ სტატიას, სადაც ისაუბრებს პრაქტიკულ ტექნიკებზე, რომელიც დაგეხმარებათ პოზიტიური და წარმატებული დღის შესაქმნელად!
ზოგჯერ დილის დაწყება პოზიტიური განწყობით რთულია, რადგან მიმდინარე მოვლენები აისახება ადამიანის ემოციებზე, ფიქრებზე, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ყოველივეს მართვა აუცილებელია და ასე ვთქვათ "სწორ რელსებზე“ ჩვენი ემოციებისა და გრძნობების გადაყვანა, იმისათვის, რომ ნეგატიურ მოვლენებზე არ გვქონდეს მძაფრი რეაქცია.
რადგან თუ დავაკვირდებით ჩვენ ვახარისხებთ ჩვენი აღქმით ცუდს და კარგს, ის რაც ჩვენ ცუდად მიგვაჩნია ის ძლიერდება, თუ ჩვენი დამოკიდებულება და აღქმა ამას ამყარებს.
მაგალითად: დააკვრდით თუ რაიმე უსიამოვნო ფაქტზე ნაკლები რეაქცია გაქვთ ის ქრება და კარგავს არსებით ძალას, ხოლო თუნდაც უმნიშვნელო იყოს და ამაზე მძაფრი რეაქცია გაქვთ ის, კიდევ უფრო იზიდავს არა სასიამოვნო სიტუაციებს...
ამიტომ, მნიშვნელოვანია დილის სწორედ დაწყება და ამასთან დაკავშირებით ენერგეტიკული პრაქტიკების ოსტატი მოგცემთ საუკეთესო რჩევებსა და რეკომენდაციებს:
დილით, როგორც კი გაიღვიძებთ შეიქმენით განწყობა, ამაში კი ძალიან დაგეხმარებათ დილის პოზიტიური აფირმაციები. თავიდან რათქმაუნდა იმ ენერგიითა და მუხტით არ გამოგივათ, როგორც უნდა შეიგრძნოთ, მაგრამ ყოველდღიურად მისი პრაქტიკული განმეორებით, ჩვევაში გადაგივათ და უკვე შეისისხლხორცებთ, რომელიც აუცილებლად სასიკეთოდ იმუშავებს თქვენთვის.
რაც უფრო ადრიანად დაიწყებთ ამ პროცესს, მით უკეთესი, რადგან გონება დილით ყველაზე კარგად იღებს ახალ რწმუნებულებებს და დაგეხმარებათ მაღალი და დადებითი ვიბრაციების ფიზიკურ, მენტალურ და ენერგეტიკულ დონეზე შეგრძნებაში, რაც მოგცემთ მეტ ენერგიას, ძალას და მეტ შთაგონებას შეუდგეთ ყველა საქმეს. წარმატებული საქმიანობა კი გამოდის მაღალი ვიბრაციებისა და დადებითი ენერგიის დახმარებით.
რაც მნიშვნელოვანია ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ერთადერთი საშუალება კონკრეტული სიტუაციის შეცვლის ეს არის შინაგანად ენერგიის შეცვლა, რომელსაც ვტრანსლირებთ სამყაროში თითოეული ადამიანი და რომელიც გაუცნობიერებლად იკითხება ჩვენში.
ვცვლით შინაგან ენერგიას და ვიზიდავთ იღბალს, მაშ ასე გთავაზობთ დილის პოზიტიურ აფირმაციებს, რაც მთავარია უნდა წაიკითხოთ ისე, რომ თითოეული სიტყვა იგრძნოთ და შეიგრძნოთ თითოეული სიტყვის ძალა და ენერგია:
1. დღეს მშვენიერი დღე მექნება,
2. დღეს აუცილებლად საოცარი რამ მოხდება ჩემს ცხოვრებაში,
3. დღევანდელი დღე კიდევ უფრო განუმეორებელს გახდის ჩემს ცხოვრებას,
4. დღევანდელი დღე კიდევ უფრო მეტ სიხარულს შესძენს ჩემს ყველა ურთიერთობას,
5. პირდაპირ ახლა ვიზიდავ ჩემს ცხოვრებაში კეთილდღეობასა და სიმდიდრეს,
6. დღევანდელი დღე მჩუქნის სიმშვიდესა და თავდაჯერებულობას,
7. ჩემი ცხოვრება ჰარმონიულია და მე ვიმყოფები სამყაროსთან ჰარმონიაში,
8. დღეს მე თვითონ ვქმნი და ვიზიდავ მშვენიერ შესაძლებლობებს,
9. მე ვაძლევ ჩემს თავს უფლებას მიყვარდეს ჩემი თავი, დავტკბე და ვისიამოვნო ჩემი ცხოვრებით,
10. პირდაპირ ახლა ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ იცვლება,
11. მე ვცხოვრობ იღბლიანობის, სიუხვისა და კეთილდღეობის ნაკადაში,
12. ყოველ დღე მამაცურად და იოლად მივდივარ ჩემი მიზნებისკენ,
13. მე ვცხოვრობ ბედნიერებაში და სიმშვიდეში,
14. მე მაქვს ყველაფერი პირდაპირ ახლა, იმისათვის, რომ ვიცხოვრო ბედნიერად.
15. მე ვიზიდავ კეთილ ადამიანებს, რომლებსაც სურთ ჩემი დახმარება, უხარიათ ჩემი ბედნიერება და წარმატება.