თეგებით ძიება

მეწყერი აჭარაში – 11 სოფელში საავტომობილო მიმოსვლა შეზღუდულია

რამდენიმედღიანი წვიმის შედეგად მაღალმთიან აჭარაში მეწყრული პროცესები განვითარდა. ამის გამო ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების 11 სოფელში საავტომობილო მიმოსვლა შეზღუდულია.

აჭარის საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასასოფლო გზებზე მიწის მასაა ჩამოწოლილი, რის გამოც ადგილობრივები ამ დროისთვის შემოვლითი გზით სარგებლობენ.

მეწყერის შედეგად არავინ დაშავებულა. სტიქიის ზონებში სპეცტექნიკა მუშაობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა