თეგებით ძიება

მარტვილის ეპარქიაში, ბალდის მონასტერში დაპირისპირება მოხდა


მარტვილში, ბალდის მონასტერში ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე და მამა ათინოგენი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

როგორც მამა ათინოგენმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, დაპირისპირება მეუფე სტეფანეს მიერ პეტრე ცაავას მიმართ გამოთქმულ ბრალდებას მოჰყვა.

მისივე ინფორმაციით, მეუფე სტეფანემ პეტრე ცაავაზე თქვა, რომ მას გერმანიაში შვილი ჰყავდა.

"პირველშეწირული ლიტურგია არსებობს ასეთი და ჩაატარა. ჩვენ რა თქმა უნდა, სასაუბრო გვქონდა და გვინდოდა გვესაუბრა ამ ყველაფერზე. მან წირვა ჩაატარა როგორც უნდოდა, ჩვენი თანამსახურების გარეშე. როცა გამოვიდა იქიდან, მრევლი დახვდა, ვისაც ტკივილი და განცდა ჰქონდა, რომ მან ნაშიერები ნაციონალური ნიშნით დაყოფილად ​და ზონდერებად გამოაცხადა. ამ ხალხს უნდოდა საუბარი მათთან. ეს საუბარი შემდეგ გადაიზარდა იმაში, რომ მან თქვა, მეუფე პეტრეს შვილი ჰყავს გერმანიაშიო. მე ვუთხარი, რომ ამას დაამტკიცებ, თუ არადა ცრუ ადამიანი იქნები - მეთქი, მერე მტყუანსო, ასე დამიძახა",- განაცხადა მამა ათინოგენმა.

„ინტერპრესნიუსი“ აღნიშნულთან დაკავშირებით, საპატრიარქოს დაუკავშირდა. მათი ინფორმაციით, საპატრიარქო განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა