თეგებით ძიება

მზად ვარ, დნმ-ის ანალიზი ჩავაბარო - მეუფე პეტრე უკანონო შვილის ყოლის ბრალდებას პასუხობს

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, პეტრე ცაავა უკანონო შვილის ყოლასთან დაკავშირებულ ბრალდებას პასუხობს და აცხადებს, რომ მზადაა დნმ-ის ანალიზი ჩააბაროს.

ამასთან, პეტრე ცაავა საპატრიარქოს მოუწოდებს, ბრალდების ავტორის, ჭყონდიდის ეპარქიის ახალ მმართველის მიტროპოლიტ სტეფანეს განცხადებების მოკვლევა დაიწყოს.

"მეუფე სტეფანე ისე იქცევა, თითქოს ღმერთი არ არსებობს. იქცევა უღმერთოდ. ცილისმწამებლურად მომიხსენია და დამადანაშაულა, ამიტომ დაუყონებლივ მოვითხოვ საპატრიარქომ აღძრას საქმე, დაიწყოს მოკვლევა და მეუფე სტეფანეს მოუწევს ამ ბრალდებით თვითონვე დაისაჯოს. მზად ვარ დნმ-ის ანალიზი ჩავაბარო, იგივეს მოვუწოდებ ყველა მღვდელმთავარს. სტეფანე არის შეპყრობილი, რომელსაც ღმერთი არ სწამს და სირცხვილის გრძნობა არ გააჩნია," - განაცხადა პეტრე ცაავამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ჭყონდიდის ეპარქიაში ხმაური იყო, პეტრე ცაავას მხარდამჭერები ეპარქიის ახალ მმართველს მიტროპოლიტ სტეფანეს დაუპირისპირდნენ. პეტრე ცაავას მომხრეების თქმით, მიტროპოლიტმა პეტრემ, მეუფე პეტრე უკანონო შვილის ყოლაში დაადანაშულა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა