თეგებით ძიება

ორსულობის შემდგომი დეპრესია - როგორ ვმართოთ ის

ორსულობის შემდეგ, ჰორმონალურ ცვლილებებთან ერთად, ქალის გუნება-განწყობილებაც იცვლება. მწუხარება, სტრესი, შფოთვა - ხშირად ოჯახის ახალი წევრის გაჩენას თან სდევს. მსგავსი სიმპტომები 1-2 კვირა გრძელება, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც მშობიარობის შემდგომი დეპრესია დიდხანს გასტანს.

სიმპტომებია:

• მადის დაკარგვა

• ტირილი

• დაღლილობა

• ბავშვთან ურთერთობის სირთულე

• მოუსვენრობა

• უძილობა

• შფოთვა

დეპრესია შეიძლება მშობიარობისთანავე დაიწყოს, მაგრამ ვერ ათვიცნობიერებდეთ ამას.

ზოგადად, მშობიარობის შემდგომი პერიოდი 4-6 კვირას მოიცავს და ყველაზე ხშირად, სწორედ ამ პერიოდში ვითარდება დეპრესია.

თუმცა ის შეიძლება ორსულობის დროს, ან მშობიარობის მომდევნო 1 წლის განმავლობაში განვითარდეს.

კვლევების თანახმად, სიმპტომები ნელ-ნელა სუსტდება და საბოლოოდ, დეპრესია 3-6 თვემდე გასტანს.

ეს ინდივიდუალურია. თუ თქვენ რაიმე რისკ-ფაქტორი გაქვთ, უფრო გახანგრძლივდება თქვენი მკურნალობა.

რისკ-ფაქტორებია:

• დეპრესიის, ან სხვა ფსიქიკური დაავადების ისტორია

• ძუძუთი კვების პრობლემები

• რთული ორსულობა ან მშობიარობა

თუ მშობიარობის შემდეგ, ორი კვირის განმავლობაში, აღგენიშნებათ სიმპტომები, რომელიც უარესდება, სჯობს დროულად მიმართოთ ექიმს.

მკურნალობა შესაძლებელია, როგორც ანტიდეპრესანტებით, ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ქცევით თერაპიას.

ჯგუფური თერაპია და საკუთარი ემოციების გაცვლა ძალიან დაგეხმარებათ.

ესაუბრეთ უკვე გამოცდილ დედებს, რომლებიც რჩევებს გაგიზიარებენ.

აუცილებელია, მორალურ მხარდაჭერას გრძნობდეთ მეგობრებისა და საყვარელი ადამიანებისგან.

ანტიდეპრესანტული მოქმედება აქვს ვარჯიშს, ამიტომ ივარჯიშეთ.

შეგიძლიათ, დღის განმავლობაში, 10 წუთი მაინც ივარჯიშოთ.

ასევე, გაიყვანეთ ბავშვი სასეირნოდ სუფთა ჰაერზე, ეს თქვენზე დადებითად აისახება.

მიირთვით ჯანსაღი პროდუქტები, ჭამეთ სტაფილო, ვაშლი, ყველი, მიწისთხილის კარაქი.

ერთი ან ორი საათით ბავშვი მიაბარეთ მამას, დედამთილს, ან სხვ. გამოყავით დრო საკუთარი თავისთვის და აკეთეთ ის, რაც რელაქსაციაში, მოდუნებაში დაგეხმარებათ.

ეცადეთ, ძილის რეჟიმი დაარეგულიროთ, დაიხმარეთ მეუღლე, რომ თქვენც მოახერხოთ საკმარისი დროით ძილი.

მათ, ვისაც მშობიარობის შემდეგ დეპრესია აქვთ, ომეგა-3-ის დაბალი შემცველობა აღენიშნებათ ორგანიზმში.

მიირთვით ომეგა3-ით მდიდარი პროდუქტები, მაგალითად, ზღვის პროდუქტები.

mkurnali.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა