თეგებით ძიება

გიორგი გახარია ლურჯ ჰუდსა და ჯინსებში – სად დაისვენა ექსპრემიერმა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია საზოგადოებაში ოჯახის წევრებთან ერთად იშვიათად ჩნდებოდა, თუმცა მათ მიმართ ყოველთვის დიდი ინტერესი იყო.

გახარიას მეუღლე ბაქტერიოლოგი მარიკა ფანცულაიაა, რომელიც “ავერსის” კლინიკაში მუშაობს.

წყვილს ერთადერთი ქალიშვილი, თინეიჯერი ანა გახარია ჰყავს, რომელიც სიმღერით არის გატაცებული და ცნობილი ქართველი კომპოზიტორის მაია კაჭკაჭიშვილის მოსწავლე გახლდათ.

გიორგი გახარია ლურჯ ჰუდსა და ჯინსებში – სად დაისვენა ექსპრემიერმა


გახარიამ შვილი პირველად კახა კალაძის და ანუკა არეშიძის ქორწილში გამოაჩინა, მაშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც პოლიტიკოსი ქალიშვილთან ერთად ცეკვავდა.

მოგვიანებით კი, საზოგადოებას მეუღლე მარიკა ფანცულაია წარუდგინა, “მზიურის” პარკის გახსნაზე ის სწორედ მეუღლესთან და შვილთან ერთად მივიდა.



თანამდებობის დატოვების შემდეგ, როგორც ჩანს, ექს-პრემიერმა თავისუფალი დრო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარა და ის დასასვენებლად მშობლიურ სამეგრელოში გაემგზავრა.

სოციალურ ქსელში გახარიას ოჯახური ფოტოები გავრცელდა, ექს-პრემიერი ფოტოზე მეუღლესთან, ქალიშვილთან და ოთხფეხა მეგობართან ერთად არის გადაღებული.

გახარიას ფოტოზე ლურჯი ჰუდი ახურავს, რომელიც, სავარაუდოდ, საქართველოში არის შექმნილი და მას ქართული წარწერა “მუხური” აქვს.

სოფელი მუხური ჩხოროწყუში მდებარეობს და არ არის გამორიცხული გახარიების ოჯახმა სწორედ მუხურში დაისვენა.


წყარო: primeambebi.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა