თეგებით ძიება

"მიტროპოლიტ საბა გიგიბერიას რომ შვილი ჰყავს მორჩილისაგან, ეს არ იცის კალაიჯიშვილმა?!" -დეკანოზი ილია ჭიღლაძე

მიტროპოლიტ საბა გიგიბერიას რომ შვილი ჰყავს მორჩილისაგან, ეს არ იცის კალაიჯიშვილმა?! - ამის შესახებ დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში წერს.

"მიტროპოლიტ სტეფანეს ალბათ სიტყვები აერია და გულისხმობდა, რომ მეუფე საბა გიგიბერიას (ხონი-სამტრედიის მილიონერ მიტროპოლიტს, სადაც ბავშვები შიმშილობენ და დედა სისხლს ყიდის რომ ცარიელი პური მაინც შეაჭამოს მშიერ სამ შვილს სამტრედიაში, იხ. ნანა შველიძის პროექტ სიცოცხლის ქალაქის გუშინდელი გადაცემა) იტალიაში ჰყავს შვილი, და საბას ნაცვლად პეტრე წამოროშა, ხოლო იტალიის ნაცვლად გერმანია. მიტროპ. პეტრეს რომ მართლა ჰყავდს ფარულად შვილი, აქამდე ხომ ათასჯერ იტყოდნენ და მილიონჯერ?! რა სისულელეა?! მიტროპოლიტ საბა გიგიბერიას რომ შვილი ჰყავს ეპისკოპოსობაში მორჩილისაგან შეძენილი, ეს არ იცის კალაიჯიშვილმა?! კაცი, რომელიც 200 კაციან სუფრას უშლის ამ მარხვაში ინაშვილის დაჯგუფებას და პოლიციის გარეშე ვერ გადაადგილდება ეპარქიაში და ასეთ სიცრუეს ავრცელებს წინამორბედ მღვდელმთავარზე, არც კაცია და არც ეპისკოპოსი, ისაა არარაობა.

P.S. აქვე მინდა დავამატო და ბარემ იცოდეთ: როგორც სიძველეთა მცოდნემ და დიდმა მოყვარულმა, 2016 წელს დავიარე ცაგერ-ლენტეხის ეპარქიის ძველი ტაძრების დიდი ნაწილი, ყველგან ძირითადად იყო საშინელი უსუფთაობა და უწესრიგობა, დაბეტონებულ-დაცემენტებული არტეფაქტები და უპატრონობა. სტეფანე კალაიჯიშვილი თავს უწოდებს ისტორიკოსს, მაგრამ რანაირი ისტორიკოსია, თუ სიძველეებს არ უფრთხილდება და სპეციალისტების გარეშე თხიპნაობს საუკუნოვან ტაძრებზე , გადაღებული მაქვს ყველაფერი დეტალურად. ჭყონდიდის ეპარქიაც დავლილი მაქვს და კარგად ვიცი, როგორ გაცქრიალებული და მოვლილი იყო ყველაფერი იქ. აი ცაგერ-ლენტეხი ნამდვილი საბომჟეთი, სრული კოშმარი. მიტრ. პეტრეს გაცქრილებულ ეპარქიაში სტეფანეს შეშვება ესაა ნამდვილი ტრაგიკომედია",, - წერს ფეისბუქზე სასულიერო პირი.

შეგახსენებთ, რომ ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, პეტრე ცაავა ჭყონდიდის ეპარქიის ახალმა მმართველმა, მიტროპოლიტმა სტეფანემ გერმანიაში უკანონო შვილის ყოლაში დაადანაშაულა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა