თეგებით ძიება

ქუთაისში, სავარაუდოდ, სასწრაფოს დაგვიანების გამო მოქალაქე გარდაიცვალა

ქუთაისში, სავარაუდოდ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების დაგვიანების გამო, მოქალაქე გარდაიცვალა. ინფორმაციას სასტუმრო "თბილისში" მცხოვრები მოქალაქეები ავრცელებენ.

მათი თქმით, 112-ზე რამდენჯერმე დარეკეს, თუმცა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი მხოლოდ 45 წუთის დაგვიანებით მივიდა, მათ კი 74 წლის ქალი გარდაცვლილი დახვდათ.

ადგილობრივების თქმით, გარდაცვლილი ქალი არ ავადმყოფობდა, ის დღის მანძილზეც კარგად გრძნობდა თავს.

რა გახდა მოქალაქის გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

rustavi2.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა