თეგებით ძიება

დანაყრებული ქალი უფრო მოსიყვარულე ხდება

"ყველა კაცის გული კუჭზე გადის" - ხშირად გაგიგიათ ალბათ ეს ფრაზა და ვფიქრობთ, ზოგიერთი ეთანხმებით კიდეც. რეალურად კი, როგორც აღმოჩნდა, საჭმელი გავლენას მხოლოდ კაცების გრძნობებზე არ ახდენს. მას ქალებზეც აქვს გავლენა.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ კარგად დანაყრებული ქალი უკეთესი შეყვარებულია. შესაბამისად, მივიდნენ დასკვნამდე, რომ სიყვარულსა და ჭამას შორის უდიდესი კავშირია. კვლევის ფარგლებში, მშიერ ქალებს სთხოვეს აღეწერათ, თუ როგორ წარმოედგინათ რომანტიკული ურთიერთობა, ხოლო შემდეგ იგივე სთხოვეს, ოღონდ ამჯერად დანაყრებულზე.

კვლევამ აჩვენა, რომ ქალებმა სასიყვარულო ურთიერთობა უფრო რომანტიკულად აღწერეს, როცა დანაყრებულები იყვნენ. მეცნიერების თქმით, ასე იმიტომ ხდება, რომ ადამიანი როცა მშიერია, მას უბრალოდ არ შეუძლია სხვა საკითხებზე და მათ შორის, არც სიყვარულზე კონცენტრირება. მას უბრალოდ არ შეუძლია საჭმლის გარდა სხვა რამ წარმოიდგინოს, ხოლო როდესაც კუჭი სავსეა, მშვიდები არიან, საჭმელზე არ ფიქრობენ და სხვა საკითხებზეც შეუძლიათ კონცენტრირება. გარდა დანაყრებისა, სიყვარულზე გავლენას ახდენს ის, თუ რა საკვებს მიირთმევთ. მაგალითად, ტკბილ საკვებს განსაკუთრებით დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია რომანტიკულ ურთიერთობაზე. ტკბილი საკვები ადამიანებს ტკბილი სიტყვების თქმისკენ უბიძგებს.

ასევე, კვლევის მიხედვით, როცა ვინმეს საკვებს უნაწილებთ, ეს თქვენ შორის განსაკუთრებულ კავშირს აღვივებს და თუ საყვარელი ადამიანის დასანაყრებლად გემრიელ კერძს მოამზადებთ, ამით პრაქტიკულად ურყევ სასიყვარულო კავშირს შექმნით. ეს არის შესაძლებლობა, რომ აჩვენოთ პარტნიორს, რამდენად მნიშვნელოვანია ის თქვენთვის.
კვლევის მიხედვით, კიდევ ერთი საინტერესო დეტალი გამოიკვეთა - პაემანი უფრო წარმატებული იქნება, თუ გემრიელ დესერტს მიირთმევთ. ამით ორ ადამიანს შორის განსაკუთრებული ქიმია ჩნდება.

marao.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა