თეგებით ძიება

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშვებული ზუგდიდის დეპუტატის სალომე ფაცაციას მდგომარეობა მძიმეა


ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ 35 წლის, ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატს სალომე ფაცაციას სოციალურ ქსელში ამხნევებენ.

„სალომე, მალე უნდა გამოძვრე ამ მდგომარეობიდან!“, „უკეთილშობილესი გოგოა, ქველმოქმედი. ლუღის სახლი რომ უყიდა, ერთ-ერთი. უფალმა გამოაჯანმრთელოს“, – წერენ სოცქსელის მომხმარებლები.

ბოლო ინფორმაციით, სალომე ფაცაციას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის სულხან ორჟონიას განცხადებით, პაციენტს თავის ტვინის შერყევა, სხვადასხვა ტრავმები და მოტეხილობა აქვს:

"გამოხატულია ტრავმულ-ჰემორაგიული შოკის კლინიკა. დიაგნოზი: პოლიტრავმა, ქალა- ტვინის ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, გულმკერდის და მუცლის ღრუს დახურული ტრავმა, ფილტვების დაჟეჟილობა. მარცხენა ბარძაყის და წვივის ძვლების მოტეხილობა.მრავლობითი ექსკორიაციები: თავის, გულმკერდის, მუცლის და კიდურების არეში“, – აცხადებს ორჟონია.

ზუგდიდში მატარებლისა და ავტომობილის შეჯახების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რკინიგზის სადგურის სიახლოვეს, რკინიგზის გადასასვლელზე მატარებელი და ავტომანქანა ერთმანეთს გუშინ შეეჯახა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა