თეგებით ძიება

20 ტენდენციური ტატუ და მისი მნიშვნელობა

სვირინგი - არ არის უბრალოდ რაიმე ნახატი. ის ერთგვარი გზავნილია, რომელსაც შენ სამყაროს გადასცემ. ზოგიერთ ნახატს კი თავისი მნიშვნელობა აქვს. აუცილებლად წაიკითხეთ ეს სტატია, სანამ სალონში წახვალთ!

ვარდი: (ვარდისფერი და წითელი) ნიშანი იმისა, რომ სიყვარულში ბედნიერი ხარ.

(შავი) ნიშნავს საყვარელი ადამიანის დაკარგვას. ვარდი ეკლებით შემოხვეული - წარუმატებელი სიყვარულის ნიშანია.

20 ტენდენციური ტატუ და მისი მნიშვნელობა



პეპელა: გულისხმობს იმას, რომ ადამიანი მზადაა ცვლილებებისთვის, რომლებიც მას ოცნებისკენ მიიყვანს.




საკურა: (ყვავილი) იაპონიაში ის ნიშნავს, რომ თქვენ თავისუფალი ხართ და ახალი ურთიერთობისთვის ემზადებით.




ჭიამაია: წარმატების სიმბოლოა და ფულსაც იზიდავს.




ანგელოზის ფრთები: ითვლება, რომ ასეთი სვირინგით შენ მფარველ ანგელოზს უხმობ, რომელიც მუდამ შენთან იქნება.




ლოტოსი: ნიშნავს, რომ შენ უზენაესი ძალები გფარველობენ და პირდაპირი კონტაქტი გაქვს სამყაროსთან.




კოლიბრი: წარმოუდგენელ სიცოცხლის ენერგიას ასახავს. მას შეუძლია გადაიტანოს ცხოვრების ნებისმიერი დარტყმა.




გული: ნიშნავს ახალგაზრდობას, გულუბრყვილობას, სულიერ სისუფთავეს, უბიწოებას და გულწრფელობას.




ვარსკვლავები: შინაგანი ჰარმონიის ნიშანია. კავშირი ბუნებასთან და მის სტიქიებთან.




მზე და მთვარე: მზე- მამაკაცის სიმბოლოა, მთვარე - ქალის. ორმაგი ტატუ ერთობას გულისხმობს.




ბაბუაწვერა: ასეთი ტატუ ამბობს იმას, რომ მისი პატრონი ცხოვრებაში ყველაფერს აფასებს.




ისრები: მხოლოდ წინ! მიზანმიმართულობის და ამბიციურობის სიმბოლოა!




ღუზა: სტაბილურობა, საიმედოობა, თავდაჯერებულობა.




ჟირაფი: ეგზოტიკური ვარიანტი, რომელიც ყველა შესაძლო მწვერვალის მიღწევის სიმბოლოა.




ფიფქი: სამყაროში არ არსებობს 2 ერთნაირი ფიფქი. ასეთი ტატუს მფლობელი ხაზს უსვამს საკუთარ ინდივიდუალიზმს.




გასაღები: ცნობისმოყვარეობის სიმბოლო. მისი მფლობელის წინაშე ყველა კარი გაიღება.




ჭრიჭინა: სინაზე, დახვეწილობა.




ბრილიანტი: მდგრადობა, მონოგრამობა და მაღალი თვითშეფასება.




მერცხალი: იმედი, კავშირი საყვარელ ადამიანებთან.




გვირგვინი: დაბადებული ლიდერად.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა