6 პროდუქტი, რომელიც თმის სწრაფად ზრდას განაპირობებს
თუკი გრძელი თმა დიდი ხანია ოცნებად გექცათ, თუმცა ეს პროცესი დროში საკმაოდ იწელება, აუცილებელია გადახედოთ თქვენი კვების რაციონს და ჩართოთ ის პროდუქტები, რომელიც დააჩქარებს თმის ზრდას.
ხამანწკები
არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს, რომ ხამანწკები სუფთა ცილაა. ზღვის ეს არსება მდიდარია თუთიით, რომელიც პასუხისმგებელია თმის სწრაფ ზრდაზე, ასევე უზრუნველყოფს აბრეშუმის ეფექტს. თუკი არ გაქვთ საშუალება ხამანწკების ყოველდღიურ რაციონში ჩასართავად, მაშინ ჩაანაცვლეთ ღორის ღვიძლით, რომელიც ასევე მდიდარია ამ ელემენტით.
ორაგული
ხშირი ექსპერიმენტების შედეგად, მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ორაგულის საკვებ რაციონში ხშირი გამოყენება თმის ზრდის პროცესს აჩქარებს. თევზი მდიდარია ომეგა 3 მჟავებით, რკინითა და В12 ვიტამინებით, ალტერნატიული ვარიანტის სახით შეგიძლიათ თევზის ქონის აბებიც გამოიყენოთ.
კვერცხი
ყველასათვის ცნობილია, რომ სასარგებლო ნივთიერებები, რომელსაც ორგანიზმი იღებს საკვებიდან, უფრო კარგად ათვისებადია, ვიდრე სხვა საკვები დანამატები. ამიტომ თმის ზრდისთვის კვერცხის მიღება აუცილებელია, ვინაიდან ლეიცინითა და ცილებით არის მდიდარი, რაც უჯრედების დაყოფაზეა პასუხისმგებელი.
ნუში
30 გრამი ნუში შეიცავს Е ვიტამინის დღიურ ნორმას, რომელიც ორგანიზმს სჭირდება თმის გასაზრდელად. ამასთანავე თხილეული შეიცავს В ვიტამინსა და ცხიმოვან მჟავებს.
ქათამი
თუკი მხედველობაში მიიღებთ იმ ფაქტს, რომ ჩვენი თმა 80% კერატინისგან შედგება, გასაკვირი არ არის რომ მისი დეფიციტი იწვევს ცვენას, იმისათვის რომ შეაჩეროთ ეს პროცესი, თქვენს რაციონში დაამატეთ ქათმის, კურდღლის ან ინდაურის ხორცი, ვინაიდან ის ცილების საბადოს წარმოადგენს, რომელიც კერატინის გამომუშავებაში დაგეხმარებათ.
გოგრის თესლი
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, გოგრის ზეთი თმის ცვენისგან გადაგარჩენთ, საქმე იმაშია, რომ დიდი რაოდენობით შეიცავს В ჯგუფის ვიტამინებს, რომელიც არამარტო განამტკიცებს თმის სტრუქტურას, არამედ თავის კანის სიჯანსაღეზეც არის პასუხისმგებელი.