თეგებით ძიება
25. 03. 2021 News-ები

2100 წლისთვის 6–თვიანი, ძალიან ცხელი ზაფხულის სეზონი გვექნება, რაც გამოუსწორებელ კატაკლიზმებს გამოიწვევს

მოვა დრო, როცა მსოფლიო საზოგადოება ექვსთვიანი ზაფხულის სეზონის პირისპირ აღმოჩნდება, ახალი კვლევის თანახმად კი ეს არ ასეულობით და არც ათასეულობით წლის შემდეგ მოხდება, სულ რაღაც 2100 წლისთვის ცხელი სეზონის ატანა ადამიანს 6 თვით მოუწევს.

ასევე კვლევა აჩვენებს, რომ ეს ექვსი თვე ბევრად ცხელი იქნება, რაც დიდ ხანძრებსა და კატაკლიზმებს გამოიწვევს.

კვლევამ აჩვენა, რომ 1952 წლიდან, 2011 წლამდე ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზაფხული, საშუალოდ, 78 დღიდან 95 დღემდეა გაზრდილი.

2100 წლისთვის, ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზაფხული, საშუალოდ, 166 დღე გრძელდება. ეს ყველა სხვა სეზონს შეამცირებს, ხოლო ზამთარს 31 დღემდე დაიყვანს. შედეგად კი ტიბეტისა და ხმელთაშუაზღვის რეგიონები ყველაზე დიდი ცვლილებებს განიცდიან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა