თეგებით ძიება

5 მიზეზი, თუ რატომ ხართ ისევ მარტო

მარტოობას ბევრი ქალი თუ მამაკაცი განიცდის და ამის ზუსტი მიზეზის დადგენა არც ისე მარტივია. იქნებ იმიტომ ხართ მარტო, რომ ყველა, ვინც თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდა, გარკვეული მიზეზების გამო დაიწუნეთ ან უბრალოდ ის ერთადერთი ადამიანი ჯერ არ გამოჩენილა და კვლავ ეძებთ.
ნახეთ 5 მიზეზი, თუ რატომ ხართ მარტო

საკუთარი თავის დაცვა

არიან ადამიანები, რომელთაც ურთიერთობაში დიდი გულისტიკივილი თუ სევდა განუცდიათ, რის გამოც ხელახალი ურთიერთობის დაწყებისგან თავს იკავებენ. ეს შეიძლება სრულიად გაუაზრებლად მოხდეს, მოგეწონოთ ვინმე, თუმცა, როდესაც მეგობრობაზე მეტს იგრძნობთ, მაშინვე დაასრულოთ ეს.

ადამიანის ქვეცნობიერი და გონება ცდილობს, ის ძველი ტკივილის განმეორებისგან დაიცვას. შესაბამისად, ახალი ურთიერთობის დაწყება და ძველი ტკივილის გამეორების შიში მარტო დარჩენას გაიძულებთ, თქვენს თავს იცავთ.

ინტიმური ურთიერთობის შიში

ამ პრობლემის წინაშე, სხვა ქვეყნების მსგავსად, ჩვენთანაც დგანან. დღესდღეობით ახალგაზრდების უმეტესობას პარტნიორის ყოლა სწორედ ინტიმური ურთიერთობის შიშის გამო არ სურს.

ეს შიში მაშინ ვლინდება, როდესაც ადამიანი გადაწყვეტილების მიღების ეტაპს უახლოვდება: უნდა მას პარტნიორთან მეგობრული ურთიერთობა თუ უყვარს ან მოსწონს ის.

ურთიერთობის შიში ფსიქოლოგიური ფაქტორია, რომელიც თქვენ მეორე ნახევართან საუბრით უნდა მოაგვაროთ და დაძლიოთ.

დაბალი თვითშეფასება

ყველას უნდა გვახსოვდეს, არავის მოვეწონებით, თუ საკუთარი თავი არ მოგვწონს. პირველ რიგში, აუცილებელია ჩვენი თავის ფასი გავიგოთ და საკუთარი სხეული, სული თუ ხასიათი შევიყვაროთ.

ადამიანთა უმეტესობა მარტოობას მხოლოდ იმიტომ განიცდის, რომ საკუთარი თავის შეფასება არ შეუძლია, ჰგონია, რომ მას არავინ შეხედავს, შეუხედავი და არასასურველია.

თუ თქვენ თვითშეფასებას აიმაღლებთ და საკუთარ თავს დაუმტკიცებთ, რომ კარგი ხართ, ძალიან მალე სხვებისგან დაფასებას იგრძნობთ.

კონკურენციის შიში

თვითშეფასების ნაკლებობა ხშირად იწვევს კონკურენციის შიშს, როდესაც ადამიანი ფიქრობს, რომ ის, ვისაც შეიყვარებს, ერთ დღეს მასზე უკეთესს ნახავს და დატოვებს.

კონკურენციის შიში ადამიანს ფსიქოლოგიურად ანადგურებს და ეს ფიქრები არა მარტო პირად ურთიერთობაში, არამედ კარიერაშიც შეუშლის ხელს.

ყოველთვის იარსებებს ვიღაცაზე კარგი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ თვითონ არ ხარ საუკეთესო.

იზოლაცია და რუტინა

მეხუთე მიზეზი, რის გამოც მარტო ხართ, იზოლაციისა და რუტინის შიშია. ადამიანები ფიქრობენ, რომ პარტნიორის ყოლის შემთხვევაში მათ სახლში ჯდომა, ვინმესადმი მორჩილება და რუტინული ცხოვრება მოუწევთ. ამ შიშის გამო ადამიანები მარტო, თავისუფალ ცხოვრებას ამჯობინებენ, თუმცა ვინ თქვა, რომ შეყვარებულთან ერთად თავისუფლად ვერ იცხოვრებ?

marao.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა