თეგებით ძიება

ყვავილების ენა


ყვავილები გვაკვირვებენ, გვისმენენ. ისინი ისე იზრდებიან, როგორც მოვეპყრობით. წარმოიდგინეთ ისინი მუსიკაზეც კი რეაგირებენ. თუ კი მათ მძიმე და დრამატულ მუსიკას მოასმენინებთ დაინახავთ რომ ყლორტები დაბლა დაეშვებათ, აღარ აყვავილდებიან და თუ მათ კლასიკურ, ნაზ ან მხიარულ მუსიკას ჩაურთავთ შენიშნავთ, რომ ყვავილი გამოცოცხლდება და გაიღვიძებს.

ხშირ შემთხვევაში მათ ძალიან დიდი დატვირთვა აქვთ.

ისინი თავიანთი: მრავალფეროვნებით, სურნელით, ფერებით, უხსოვარი დროიდან ადამიანის ყურადღებას იქცევენ. თვით ყვავილების ენა გაჩნდა აღმოსავლეთში მანდილოსნების დამსახურებით, რომელნიც იყვნენ მოკლებულნი ურთიერთობას, ხშირად მოშიშარნი საკუთარი სახის ნაკვთების გამოჩენის, მათ თავიანთი გრძნობები და განწყობა გადმოიტანეს ყვავილებზე მათ ფერებზე. დროთა განმავლობაში ყვავილებმა თავიანთი სიმბოლური დატვირთვა მიიღეს, ხოლო ევროპაში ყვავილების ენა ცოტა მოგვიანებით მე–18 საუკუნეში გამოჩნდა. ევროპაში იმდენად პოპულარული გახდა ყვავილების ენა რომ ფაქტიურად ყოველკვირეულად გამოიცებოდა ლექსიკონები ამა თუ იმ ყვავილის აღმნიშვნელი. მეც ვეცდები რამოდენიმე ვარიანტი შემოგთავაზოთ:

აკაცია

მას აქვს საიდუმლო სიყვარულის დატვირთვა. მისი ჩუქება ხდებოდა მიჯნურებს შორის ვინც მალავდა საკუთარი გრძნობების შესახებ. იგი ასევე გამოიყენებოდა მასონების სიმბოლოდაც და აღნიშნავდა: სისუფთავეს, სიფაქიზეს, სულის სიძლიერეს, ამტანობას

ყვავილების ენა


მიხაკი
ამ ყვავილს მრავალი დატვირთვა გააჩნია დამოკიდებულია მის ფერზე ძირითადი დატვირთვა მომხიბვლელობა, გამორჩეულობა და სიყვარულია. ნუ განვიხილოთ სათითაო ფერი დამოუკიდებლად: წიტელი მიხაკი დიდ რომანტიულ სიყვარულის, ღრმა ვნების გამომხატველია, თითქოს თვითონ ყვავილი გეუბნებათ რომ გული გტკივათ მისთვის. თეთრი მიხაკი ტკბილი და საყვარელის, უდანაშაულობის, წმინდა სიყვარულის, ერთგულების აღმნიშვნელია. ვარდისფერი მიხაკი მიანიშნებს რომ ის დაუვიწყარია რომ თქვენ ყოველთვის გემახსოვრებათ ის. ყვითელი მიხაკი იმედგაცრუების, აღმნიშვნელია. იისფერი მიხაკი კაპრიზულობის, ცვალებადობის, უნდობლობის აღმნიშვნელია. მოვარდისფრო იისფერი მიხაკი ოცნებას, ფანტაზიას გამოხატავს. ზოლიანი მიხაკი ასევე გვეუბნება უარს, უარყოფის აღმნიშვნელი სიმბოლოა მისი გამომგზავნი გეტყვით ამით, რომ თქვენთან ყოფნა არ შეუძლია.



ქრიზანთემა
ზოგიერთ ქვეყანაში თეთრ ქრიზანთემას სიკვდილის სიმბოლოდ მიიჩნევენ, ზოგიერთ ქვეყანაში პატიოსნების სიმბოლოცაა, ხოლო რაც შეეხება წითელ ქრიზანთემას სიყვარულის აღმნიშვნელია, ხოლო ყვითელი მოწონების.



ყვითელი ნარგიზი
ეს ყვავილი გვევლინება ეჭვის, დაურწმუნლობის სიმბოლოდ, თუმცა მას ასევე სხვა დატვირთვაც აქვს გალანტურობის და პატივისცემის სიმბოლოცაა.



გეორგინი
გეორგინი კეთილშობილების და ელეგანტურობის ნიშანია.



ზიზილა
ზიზილა უდანაშაულობის, სიწმინდის, უბრალოების ნიშანია.



იასამანი
იასამანი პირველი სიყვარულის გრძნობის აღმნიშვნელია, ხოლო თეთრი იასამანი ბავშური უცოდველობი.



შროშანი
თეტღი შროშანი სიწმინდის სისუფთავის ნიშანია, ალისფერი მაღალი სულიერი მისწრაფების, ხოლო სტაფილოსფერი სურვილის, ვნების.



ლოტოსი
ლოტოსი სულიერების, სისუფთავის მიზანსწრაფულობის აღმნიშვნელია.



ორქიდეა
ორქიდეა სილამაზის აღმნიშვნელი სიმბოლოა.



ვარდი
გადავიდეთ ყველასათვის საყვარელ და ულამაზეს ყვავილზე ვარდზე, მისი მრავალი სახეობა და მრავალი ფერი არსებობს როგორც ვიცით წითელი ვარდი ნამდვილი სიყვარულის სიმბოლოა, ლურჯი ვარდი მისტიურობის, პირველი ნახვით სიყვარულის; შავი– სიკვდილის სიძულვილის; ყვითელი ვარდი ეჭვიანობის, გატეხილი გულის, მომაკვდავი სიყვარულის.



wordpress.com


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა