თეგებით ძიება

სახის მოვლის საუკეთესო რუტინა

კანის საუკეთესო სტრუქტურა მხოლოდ დნმ-ის დამსახურება არასდროსაა, სარკეში დანახული ადამიანი მეტწილად საკუთარი ჩვევებისგან შედგება, რომელიც უდიდეს გავლენას ახდენს ჩვენი ცხოვრების ნებისმიერ ასპექტზე.

რამდენად ბევრი რჩევაც უნდა მიიღოთ სახის კანის მოვლასთან დაკავშირებით, ძალიან რთულია ამ ზღვა ინფორმაციის დახარისხება და იმ ფრაგმენტების ამოჭრა, რომელიც თქვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია. ჩვენ შევეცდებით მოკლედ აგიხნათ ის, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია ამ გაუთავებელ ხმაურში.

კანის მოვლის რუტინა ძირითადად სამი კომპონენტისგან შედგება

გაწმენდა - კანის გასუფთავება

ტონირება - დამატებითი გასუფთავება

ტენიანობა - ზედაპირის დარბილება და დატენიანება



სახის მოვლის საუკეთესო რუტინა



დღის რუტინის მთავაზი მიზანი ჩვენი კანის ბუნებრივი ფუნქციონირების შენარჩუნება და დაცვაა იმ გარემო ფაქტორებისგან, რომელიც ძალიან აგრესიულად ცდილობს სტრუქტურის დაზიანებას (გამონაბოლქვი, სტრესი, მტვერი, მავნე ჩვევები და ა.შ).

მიუხედავად იმისა, რომ სილამაზისა და ესთეტიკის სფერო საკუთარი განვითარების ისტორიულ პიკს აღწევს მომენტალური შედეგი ამ კუთხით ფაქტობრივად ვერ გექნებათ. ყოველდღიურად სწორი პროდუქტის გამოყენება და დაახლოებით 6 კვირაა საჭირო შესამჩნევი შედეგის მისაღებად.

კანის დაბანა და გასუფთავება ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია.

პასუხი კითხვაზე რატომ ძალიან მარტივი და ყველასთვის გასაგებია - გარემოს დაბინძურების ხარისხი ჩვენს კანზე უდიდეს გავლენას ახდენს. მნიშვნელოვანია ამ ჭუჭყისა და მტვრისგან კანის, ფორების გასუფთავება დილით და საღამოს, რათა გამოირიცხოს აკნესა და დახშული, დაბინძურებული ფორების არსებობა.

ტონერი აცოცხლებს, ატონიზირებს კანს და აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას, რაც ეხმარება მას უკეთ აითვისოს აუცილებელი კომპონენტები.

ფაქტობრივად ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი - დატენიანებაა

დატენიანებასთან დაკავშირებით მუდმივი კითხვაა: შრატი თუ დამატენიანებელი კრემი? ეს ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული პროდუქტია. შრატი ძლიერი დამატენიანებელი საშუალებაა, რომელშიც დიდი დოზით კონცენტრირებულია აქტიური ინგრედიენტები, ეს ელექსირი ებრძვის უამრავ პრობლემას დაწყებული შავი წერტილებიდან დამთავრებული ზედაპირული ნაოჭებით. გარდა ამისა ძლიერ ანტიოქსიდანტური შრატი საჭიროა დღის განმავლობაში აგრესიული დაზიანებისგან დასაცავად.



ძირითადად შრატი შედგება შემდეგი ნივთიერებებისან:

ჰიალურონის მჟავა - ძლიერი დატენიანებისა და ჰიდროლიპიდური ბალანსისთვის
ვიტამინი C - ანტიოქსიდანტი და კანის ზოგადი ფერის გაუმჯობესებისთვის
რეტინოლი, ვიტამინი B და პეპტიდები - კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავების სტიმულირებისთვის, სწორედ ეს ნივთიერებებია აუცილებელი დაბერების ნიშნების პრევენცისთვის


დღისა და ღამის კრემი ყველაზე აუცილებელი და სწორად შესარჩევი პროდუქტებია. რა განასხვავებთ მათ?

კრემი, რომელსაც დილით იყენებთ აღჭურვილია კანის ძლიერი დაცვის კომპონენტებით. სახლიდან გასვლის შემდეგ ეს პროდუქტი გიცავთ როგორც დაბინძურებისგან, ასევე მზის მავნე UV გამოსხივებისგან. ძირითადად მსუბუქი კონსისტენციით გამოირჩევა და ატენიანებს კანს დღის განმავლობაში. რაც შეეხება ღამის კრემს, მეტად მიმართულია იმ კანის სტრუქტურის აღდგენაზე, რომელიც სხვადასხვა მიზეზის გამო დაზიანებულია. გამოირჩევა სქელი ტექსტურით, რათა ღამის განმავლობაში ძლიერად აღადგინოს ტენიანობის ბალანსი და შეაღწიოს კანის ღრმა შრეებში.

შეგვიძლია არ ჩავრთოთ დღის რუტინაში თვალის გარშო მოხმარებისთვის განკუთვნილი პროდუქტი?

არა, თუ გაწუხებთ თვალის გარშემო სიმშრალე, ჰიპერჰიგმენტაცია, მუქი წრეები, დაბერების ნიშნები. ძირითადად კანი თვალის გარშემო თხელი და მგრძნობიარეა, სწორედ ამიტომ არსებობს თვალის გარშემო გამოსაყენებელი კრემი, რომელიც არ შეიცავს ისეთ აქტიურ ნივთიერებებს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება.

ექსპერტები გირჩევენ ყოველდღიური კრემის გამოყენებას 30 SPF მზისგან დაცვის ეფექტით.

nuage.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა