თეგებით ძიება

ტესტი: "როგორია თქვენი სიყვარული“

საინტერესოა პირდაპირ ახლა, როგორია თქვენი სიყვარულის გამოვლენა და აღქმა?! იმის მიხედვით, თუ როგორ აღიქვავთ სიყვარულს, შეიძლება ბევრს კითხვას გაეცეს პასუხი.

ტესტის პასუხები დაგეხმარებათ გაიგოთ რას ფიქრობს სინამდვილეში ქვეცნობიერი. საინტერესოა, თქვენი ქვეცნობიერი ეძებს და იზიდავს პარტნიორს ან თუ წყვილში ხართ, თქვენში უკვე არსებული სიყვარულის აღქმა განსაზღვრავს თქვენს ურთიერთობას.

ენერგეტიკული პრაქტიკების ოსტატი, ფსიქოლოგი ანუკი ვეფხვაძე გთავაზობთ ძალიან საინტერესო და ინფორმაციულ ტესტს: "როგორია თქვენი სიყვარული?!’’

ტესტი: "როგორია თქვენი სიყვარული“


შეხედეთ ფოტოზე გამოსახულ ყველა გამოსახულებას და ინტუიციურად აირჩიეთ ფოტო, პასუხები კი იხილეთ ნუმერაციის მიხედვით, თუ როგორია შენი სიყვარული, რომელიც იწყება საკუთარ თავთან დამოკიდებულებით, ზუსტად აქედან გამომდინარე ქმნის ადამიანი წყვილში სიყვარულს, თუ როგორია მის შინაგან სამყაროში სიყვარულის მიმართ აღქმა.

1. თქვენი სიყვარული ახლა არის - ნაზი.
თქვენ შეგიძლიათ ყვავილის ბუტონიდან ფურცლები გაშალოთ ნაზად და ფრთხილად თვით სიყვარულის სინათლე ხართ. თქვენს დამოკიდებულებას საკუთარ თავთან ირჩევთ ნაზს და სათუთს, როგორც პატარა საყვარელი გოგონას მიმართ, თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ მიუხედავად ამ სინაზისა უნდა შეგეძლოთ საკუთარი საზღვრებისა და თავის დაცვა, იმისათვის, რომ პარტნიორმა იცოდეს თქვენთან დამოკიდებულებაში რა არ შეიძლება.

2. თქვენი სიყვარულის ძალა ძლიერ სულშია.
იმდენად ძლიერი ხართ, რომ მათთვისაც კი შეგიძლიათ ამ ძალის გაზიარება, ვინც თქვენზე ძლიერად მიგაჩნიათ. თქვენი შეხედვითაც კი შეგიძლიათ გადასცეთ ენერგია, დასახმარებლად, ამით კი უფრო ძლიერი და ლამაზი ხდებით. თუმცა ამ ეტაპზე გირჩევნით განმარტოება.

3. თქვენი სიყვარული ახლა ისეთია, როგორც ზეცის საჩუქარი.
შეეშვით წინასწარ ყველაფრის დაგეგმვას. მიენდეთ მოულოდნოლებებისა და სიურპრიზების ტალღას და ეს ყოველივე თქვენს ყოველდღიურობაში გამოვლინდება. იმისათვის, რომ საჩუქრები მეტი მიიღოთ, თავად აჩუქეთ და გაანებივრეთ საჩუქრებით საკუთარი თავი.

4. როგორც რაკეტა ისე ხართ, რომელიც მიისწრაფის მაღლა მწვერვალებისკენ.
ამიტომ, თქვენს გვერდით მსგავსი უნდა იყოს, რომელსაც შეეძლება ფრენა და რისკი. ან მოთმინებით დაგელოდებათ დედამიწაზე, როდის დაბრუნდებით. თქვენთვის აუცილებელია და მთავარია გრძნობდეთ, რომ უყვარხართ...!

5. თქვენ სწავლობთ სამყაროს დანახვას უკეთესი მხრიდან, ეს კი სიყვარულია.
როდესაც ამ პროცესს გაამყარებთ, მაშინ გახდება თქვენი ცხოვრება დღესასწაული. ამიტომ ისწავლეთ სამყაროს გულწრფელი სიყვარული და ეს დღესასწაულებრივი მოვლენები იმრავლებს თქვენს ცხოვრებაში.

6. ადამიანებს იმდენად ეშინიათ სიყვარულის განცდების, ტკივილის, რომ რაც მთავარია ის გამოგრჩებათ, ხოლმე: ჩვენი გული ჩენი ფარია, რამაც შეუძლებელია ტკივილი მოგვაყენოს, პირიქით გვიცავს!
ტკივილი მხოლოდ მაშინ იბადება, როდესაც მიმდინარე პროცესების და მოვლენების არ გვესმის. მნიშვნელოვანია არ გეშინოდეთ სიყვარულის, პირიქით შეისწავლეთ თქვენი ახლანდელი სიყვარული, სამყარო, რადგან ამაშია ჩვენი ნამდვილი სიყვარულის ძალა.

7. უნარი პირისპირ შეხვდე ცხოვრებას და თვალი გაუსწორო, რაც გეხმარება გულის გახსნაში და იმ ადამიანების მხარდაჭერა შეგიძლიათ ვისაც მართლა ჭირდება დახმარება, გააცნობიერეთ თქვენი ფასეული თვისებები, იცინეთ და იმხიარულეთ მეტი, ეს ყოველივე თქვენში გაამრავლებს სიყვარულის ენერგიას.

8. ვნება არის თქვენი ამჟამინდელი თანამგზავრი.
თქვენ, როგორც ცეცხლის ალს, შეუძლია დაწვას ყველაფერი, რაც უნდა: შეხედვით, სიტყვით, მოქმედებებით, ღიმილით, იმდენი ცეცხლია თქვენში ამიტომ მიეცით უფლება ამ ცეცხლს გამოვლინდეს და აგიზგიზდეს სიყვარულის ენერგია და არ დაგწვათ შინაგანად.

9. ნამდვილი სილამაზე არის თქვენი სიყვარული.
გიყვართ სილამაზე და ამიტომ დაინახეთ ყველგან და ყველაფერში სილამაზე, შეამჩნიეთ, წვრილმანშიც კი შეიძლება დაინახოთ სილამაზე თუ მოინდომებთ, როდესაც ამას ისწავლით შექმნით საოცრებას, რაც სამყაროს უკეთესს გახდის, ამისათვის კი მოვა საჭირო რესურსები, ადამიანები, რაც დაგეხმარებათ ლამაზი სასიყვარულო ურთიერთობის შექმნაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა