როგორ გკარნახობს სხეული, რომ შეხვდი იმ ერთადერთს
უჩვეულო სითბოს შეგრძნება
თავს გრძნობ თბილად და კომფორტულად, ისე, როგორც არასდროს არავისთან. საკმარისია, ამ ადამიანმა გაგიღიმოს, ჩაგეხუტოს და ხვდები, რომ მზად ხარ, ყველაფერი მოუყვე შენ შესახებ. გიჩნდება სურვილი, გახდეთ ერთი მთლიანი, მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი.
ოპტიმიზმი
უყურებ ყველაფერს რწმენით და ოპტიმიზმით და მხოლოდ კარგს ამჩნევ ირგვლივ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავს გახვევია იმედგაცრუება და დათრგუნული ხარ, საკმარისია დაფიქრდე იმ ადამიანზე და მაშინვე თავს უკეთ გრძნობ. მას შენთვის პოზიტივი მოაქვს.
მოტივაცია
ხარ ოპტიმიზმით სავსე და გჯერა საკუთარი თავის.
გსურს შეცვალო ცხოვრება უკეთესობისაკენ, გახდე უფრო კარგი.
გიჩნდება სურვილი, დაისახო მიზნები და მიაღწიო მიზანს. სხვა დროს არასდროს ყოფილხარ ასეთი მიზანდასახული და მოტივირებული. თუ შენ გვერდით არის შენი ადამიანი, გსურს გააფართოო ჰორიზონტები და რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ყველაფერი გამოდის!
ხდები ის, ვინც ხარ
აღარ გჭირდება, ითამაშო ვიღაც სხვა, რადგან ამ ადამიანს უყვარხარ ისეთი, როგორიც ხარ. გულწრფელად უზიარებ მას შენს სურვილებს, ოცნებებს, ენდობი მას და როგორც იქნა, მოიპოვებ ნანატრ თავისუფლებას, იყო ის, ვინც ხარ.
საყვარელი ადამიანის სურნელიც კი განსაკუთრებულია
თუ მისი სურნელი გაგიჟებს, არც კი დაფიქრდე. ეს ის ადამიანია, რომელსაც მთელი ცხოვრება ეძებდი! მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ თუ ადამიანებს ერთმანეთის ბუნებრივი კანის სურნელი სიამოვნებთ - ისინი ერთმანეთისთვის არიან შექმნილები.
მისდევ ჯანსაღი ცხოვრების წესს
როდესაც ხვდები იმ ერთადერთს, გიჩნდება სურვილი, დაკავდე სპორტით, ყურადღება მიაქციო კვების რაციონს და ივარჯიშო სპორტდარბაზში. ეს ძალიან კარგია, როდესაც მეორე ადამიანი ხდება მოტივაცია, მისდიოთ ჯანსაღი ცხოვრების წესს.
ინტუიცია
შენი ინტუიცია იმაზე მეტად ვითარდება, ვიდრე ოდესმე. ეს კი ნიშნავს, რომ ხარ იმასთან, ვისთანაც უნდა იყო. ასე რომ, როდესაც ურთიერთობისას შენი ინტუიცია გამძაფრდა, ყურადღება მიაქციე. ესე იგი, სწორ ადამიანს ხვდები.
ემპათია
უცებ აღმოაჩენ, რომ ბევრად უკეთ გრძნობ სხვა ადამიანების ტკივილსა და განცდებს. გიჩნდება სურვილი, რომ მხარი დაუჭირო მათ, გაამხნევო. ეს იმიტომ ხდება, რომ სიყვარული ადამიანში იმ ფანჯარას აღებს, რომლის შესახებ მას წარმოდგენაც არ ჰქონდა.
მშვიდად ხარ
მშვიდად გრძნობ თავს საყვარელი ადამიანის გვერდით, თავს გრძნობ დაცულად. მაშინაც კი, თუ სხვები შენ ირგვლივ შფოთავენ და ნერვიულობენ. უცნაური კი ის არის, რომ სხვანაირად დაიწყებ რეაგირებას იმ ყველაფერზე, რაც ადრე შენში იწვევდა შფოთვას და გაღიზიანებას, უფრო ფილოსოფიურად მიუდგები, უფრო მშვიდად.
თითქოს ერთ ტალღაზე ხართ
თუ მასთან შეხვედრის მერე სხვა ვერაფერზე ფიქრობ და იხსენებ, რა თქვა, რა გითხრა, როგორ იღიმოდა, როგორი ინტონაციით ლაპარაკობდა. ეს იმას ნიშნავს, რომ იპოვე შენი ადამიანი.
მიზიდულობა
მუდმივად გრძნობ სურვილს, იყო მის გვერდით და როდესაც ის არ არის შენ გვერდით, სიცარიელის განცდა ისადგურებს შენში. ერთადერთი, რაზეც ამ დროს ფიქრობ, ესაა, რაც შეიძლება მალე შეხვდე მას. შენი გული, გონება, სხეული, ყველაფერი გკარნახობს, რომ ის ზუსტად ის ადამიანია, ვისაც ამდენი ხანი ელოდი.
marao.ge