თეგებით ძიება

არასოდეს აკადროთ საკუთარ თავს, რომ მამაკაცი გატყუებთ - რა სურთ კაცებს - სტერეოტიპები მამაკაცებზე - მითები თუ რეალობა

ქალი და მამაკაცი... საწყისი დედამიწაზე... ორი სქესი, რომელთაც სინამდვილეში მხოლოდ ის სურთ, რომ ერთმანეთს აბედნიერებდნენ...

პერსონალური ქოუჩი, სპიკერი და მოტივატორი თამარ ბოკერია, გთავაზობთ "მამაკაცური სტერეოტიპების" იმ ჩამონათვალს, რომლებსაც შეუძლია მცდარი წარმოდგენა შეგვიქმნას მათი დამოკიდებულებების შესახებ, ჩვენი, ქალების მიმართ.

1. მოსაზრება, რომ მამაკაცები მუდამ პირადი თავისუფლებისკენ მიისწრაფიან, სულაც არ უნდა იყოს უსიამოვნო ქალბატონებისთვის. თავისუფლება ხომ ადამიანის ჯანმრთელი მდგომარეობაა და შეყვარებული, ოჯახი, მეუღლე, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იგი უნდა შეიზღუდოს საკუთარ საქმეში, მეგობრებში, ინტერესებში და ა.შ...

2. ყველა მამაკაცს სურს საყვარელი ქალი გვერდით, სითბო, სიყვარული... და გვერდით ყოფნა არ უნდა გავუიგივოთ ჩვენ თვითონ ჩარჩოებთან, რომ დროზე მოვიდეს სახლში, არ ამოიყვანის «ის მეგობარი,“არ წავიდეს აქა და იქ!
ეს უკვე იდეალური თანაცხოვრება კი არა, დამატებითი სამსახური ხდება მამაკაცისთვის და შესაძლოა მას „სამსხურიდან გაქცევა» მოუნდეს ხოლმე!

3. მოსაზრება, რომ კაცებს სურთ, უპირობოდ დათანხმდეთ ყველაფერზე, აბსოლიტურად მცდარია!
მამაკაცებს მოსწონთ როდესაც ქალს ყველაფერზე აქვს მოსაზრება, აქტიურად ღებულობს მონაწილეობას თანაცხოვრებაში და თუ ის არაფერს ითვალისწინებს ჩვენსას, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ თავად გადავწყვიტეთ, ასე მიგვეწოდებინა ჩვენი პერსონა მისთვის და თვითონ აიღო ყველა პასიხისმგებლობა.

4. მამაკაცებს არ უყვართ საუბარი გრძნობებზე, სითბოს გამოხატვა, არის მცდარი აზრი
მამაკაცებს არ უყვართ როდესაც სიტყვებს გამოვძალავთ, მათ აქვთ მისი დრო, როდესაც უნდათ გვითხრან ბევრი და მანამ სანამ ამას გააკეთებს, თქვენ თუ გამოძალავთ, იგი გადაიფიქრებს.

5. არასოდეს აკადროთ საკუთარ თავს, რომ მამაკაცი გატყუებთ, ვინაიდან ნამდვილი კაცები არ იტყუებიან და შეეცადეთ თქვენი რჩეული მამაკაცი იყოს!

6. კაცებს უნდათ მხოლოდ სექსი... მცდარია!
თუ თქვენ არ ხართ იმდენად საინტერესო, რომ სულ მცირე სხვა რამითაც დაინტერესდება თქვენში, ამაზე უკვე საკუთარ თავთან გაქვთ სამუშაო!

პ.ს მამაკაცები იხიბლებიან ბედნიერი ქალებით, ქალებით რომელთაც უყვართ სამყარო უპირობოდ, შეუძლიათ იზეიმონ ცხოვრების ყველა მცირე დეტალიც კი, ქალებით რომლებიც იღიმიან და ეს ბედნიერება თავად აშენეს, დამოუკიდებლად მეორე ადამიანისგან, ქალები რომლებიც ბედნიერები არიან და ქმნიან საკუთარ დღეს თავად, დღეს რომელშიც ბევრი სიხარულის აღნიშვნა შეუძლიათ, აი ასეთი ქალით ყოველთვის იხიბლებიან გარშემომყოფნი...


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა