რატომ არის მნიშვნელოვანი ვისწავლოთ ნდობა საკუთარი თავისა და სამყაროს მიმართ
ენერგეტიკული პრაქტიკების ოსტატი, ფსიქოლოგი ანუკი ვეფხვაძე გთავაზობთ სტატიას, სადაც საუბრობს, თუ რა არის ნდობა და რატომ არის მნიშვნელოვანი ვისწავლოთ ნდობა საკუთარი თავისა და სამყაროს მიმართ.
და რატომ დგას საკითხი ასე, რომ ადამიანმა უნდა ისწავლოს ნდობა?! რადგან, ენდო საკუთარ თავს, სამყაროს, პარტნიორს და ირგვლივ ადამიანებს, დიახ, ეს რთულია.
ბევრისგან გაიგებთ "ამ ცხოვრებაში ვინმეს ენდო“ შეუძლებელია! თუმცა ნდობას სწორი გაცნობიერება და სწორედაც სწავლა ჭირდება.
რა არის ნდობა:
ნდობა, პირველ რიგში, ნიშნავს სოციუმთან გახსნილ დადებით ურთიერთობას. მაგალითად: როდესაც თვლით, რომ პატიოსანი და კეთილშობილი ადამიანია და გიჩნდებათ მის მიმართ ნდობა. ნდობა არის მყარი საძირკველი ყველა სოციალური ინსტიტუტისა.
დააკვირდით ჩვენ ვანდობთ ჩვენს გულს (სიყვარულს), ფულს, ემოციებს, ყველაფერს, რაც ჩვენთვის ფასეულია, მხოლოდ სანდო ადამიანს. ასეა სამყაროც, ასეთ ადამიანებს ანდობს სამყაროს სიკეთეებს და გულუხვია მის მიმართ, რადგან ადამიანის შინაგან მდგომარეობას სამყარო აირეკლავს და უბრუნებს იგივე ენერგიით!
ნდობაზე აწყობილი პირადი ურთიერთობა ყველაზე მყარი კავშირია, საკუთარ თავის მიმართ ნდობა განაპირობებს შინაგან და მთლიანი გარე სამყაროს მიმართ ჰარმონიულ ურთიერთობას.
აქედან გამომდინარე ნდობა უფრო ფართო ცნებაა და მთლიან სტრუქტურას ქმნის ადამიანის ცხოვრებაში!
როდესაც ადამიანს არ აქვს ნდობა სამყაროს მიმართ, მას ეშინია და მუდმივად ბრძოლობს ბედნიერებისთვის, წარმატებისთვის, რაც შინაგან სიმშვიდეს უკარგავს.
როდესაც ადამიანების მიმართ უნდობლობაა, მაშინ ქალმა არიცის, თუ როგორ შექმნას მამაკაცთან ურთიერთობა. სამყაროში მარტოდ გრძნობს თავს, რადგან თვლის, რომ ყველა თავისთვის არის და საკუთარი ინტერესებისთვის იბრძვის, პირად ურთიერთობაშიც ასე მიაჩნია, რომ მხოლოდ საკუთარ ინტერესებზეა მეწყვილე ორიენტირებული. ასეთ წყვილში, გამუდმებით იტყუებიან მეწყვილეები, რათა პირადი სარგებელი ნახონ.
საკუთარი თავის მიმართ, როდესაც ნდობა არ აქვს ადამიანს, არ იცის, რა და როგორ უნდა ცხოვრებაში, რა შეიძლება მასთან დამოკიდებულებაში და რა არ შეიძლება!
არის აქ ერთი ნიუანსი, რომელიც უნდა გააცნობიეროთ, გაიაზროთ რას ნიშნავს ნდობა და სად მთავრდება ზღვარი ნდობასა და უნდობლობას შორის!
ნდობა არ მოიცავს კონკრეტული მამაკაცისა და ადამიანის მიმართ, ან თუ გადაწყვეტთ "ახლა ვენდობი და ვნახოთ რა გამოვაო“ ეს არ მუშაობს...
ნდობა უზარმაზარი რესურსია, რომელზეც იწყობა ურთიერთობა, მოვლენები, სიტუაციები და ასე შემდეგ...
თუ აქამდე ეს რესურსი არ გქონდათ გამყარებული საკუთარ თავში, ესე იგი უნდობლობაზე იყო აწყობილი მთელი შინაგანი პროგრამები და ზუსტად ასეთ პარტნიორს, ადამიანებს და მოვლენებს იზიდავდით, რომლებიც ამ "უნდობლობის პროგრამებს’’ ამყარებდნენ და ამართლებდნენ.
როდესაც თქვენ სწორედ ისწავლით ნდობას და გაიხსნებით ამ ღვთიური მდგომარეობისთვის, შეიცვლება შინაგანი პროგრამები და შემდეგ მოიზიდავთ სხვა ადამიანებს, სიტუაციებს, ისინი აუცილებლად გაამართლებენ თქვენს ნდობას.
რაც მთავარია ისწავლეთ საკუთარი თავის მიმართ ნდობა, რადგან ადამიანი თავად არის მაჩვენებლი თუ როგორ სამყაროს ქმნის სასკუთარი თავის იგრვლივ, რომელიც იწყება ჩვენი შინაგანი სამყაროთი და ვლინდება და აისახება ჩვენს გარე სამყაროზე!