თეგებით ძიება

18 მინიშნება, რომ თქვენს მეორე ნახევარს შეხვდით

მონათესავე სულები ავსებენ ერთმანეთს. ამიტომ გვინდა, რომ გვერდით ისეთი ადამიანი გვყავდეს, ვინც უსიტყვოდ გაგვიგებს. თქვენ მიხვდებით, რომ შეხვდით მონათესავე სულს, თუ:

1. უბრალოდ იცით
გულით გრძნობთ, რომ ეს ადამიანი იდეალურად შეგეფერებათ.

2. ადრეც შეხვედრიხართ ერთმანეთს
შეიძლება ამ ცხოვრებაში ერთმანეთს ადრე არ შეხვედრიხართ, მაგრამ წინა ცხოვრებაში იცნობდით ერთმანეთს.

3. ზუსტ დროს შეხვდით ერთმანეთს
ადამიანი მონათესავე სულს მაშინ ხვდება, როცა მასთან შესახვედრად ფსიქოლოგიურად მზად არის.

4. ერთად ჩუმად ყოფნაც გსიამოვნებთ
მთავარია, ერთად იყოთ და შეიძლება არც საუბრობდეთ, ისე გსიამოვნებდეთ ერთმანეთთან ყოფნა.

5. იცით, რას ფიქრობს თქვენი მონათესავე სული
გუმანით ხვდებით, რა უხარია და რა სწყინს თქვენს მონათესავე სულს. მანამდე ეხმარებით, სანამ თავად გთხოვთ დახმარებას.

6. მონათესავე სულები ერთმანეთის ტკივილს გრძნობენ
თქვენ ხვდებით, როდისაა თქვენი საყვარელი ადამიანი მოწყენილი და ავად და იმავეს გრძნობს ისიც, როცა თქვენ გიჭირთ.

7. პარტნიორის ყველა ნაკლსა და ღირსებას იღებთ
თქვენი პარტნიორი თქვენში მხოლოდ კარგს ხედავს. მიუხედავად იმისა, რომ ფრთიანი ანგელოზი არ ხართ და თქვენც ასე ხართ მის მიმართ.

8. ერთნაირი ცხოვრებისეული მიზნები გაქვთ
შეიძლება სხვადასხვა მეთოდით ხელმძღვანელობთ, მაგრამ მიზნები ერთნაირი გაქვთ.

9. არ გეშინიათ სერიოზული პრობლემების განხილვის
რთული საკითხის მოგვარების დროს შეიძლება იკამათოთ, მაგრამ კონსესუსამდე მიდიხართ და მაინც ერთმანეთის აზრს ითვალისწინებთ.

10. ხვდებით, როდის უნდა დატოვოთ პარტნიორი საკუთარ თავთან მარტო
ყველას სჭირდება მარტო ყოფნა და სიტუაციაში გარკვევა, მისი გაანალიზება.

11. არ ეჭვიანობთ
ერთმანეთის ერთგულები ხართ და ეჭვის გრძნობა არც გიჩნდებათ.

12. პატივს სცემთ ერთმანეთის აზრს
ერთმანეთის ასლი არ ხართ, განსხვავებულები ხართ, უნიკალურები და ამით იზიდავთ ერთმანეთს.

13. არ ბრაზობთ
რა თქმა უნდა, კამათობთ და ჩხუბობთ კიდეც, მაგრამ საყვარელი ადამიანის აზრს პატივს სცემთ.

14. გსურთ, გაანებივროთ პარტნიორი
საყვარელი ადამიანი თქვენი გულისთვის მსხვერპლსაც გაიღებს. მისი ღიმილი თქვენთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა.

15. ბოდიშის მოხდა არ გიჭირთ
არ გიჭირთ იმის აღიარება, რომ არასწორი იყავით და ბოდიშის მოხდაც შეგიძლიათ. ამის გამო პარტნიორი არ გამცირებთ.

16. სირთულეებს აანალიზებთ
და ხვდებით, რომ გვერდით არაფრის გეშინიათ და ბოლომდე ენდობით მას.

17. ავსებთ ერთმანეთს
მიუხედავდა იმისა, რომ განსხვავებულ სფეროებში მოღვაწეობთ, ავსებთ ერთმანეთს.

18. ჩახუტება ყველა საჩუქარზე ძვირფასია
რაც უნდა ხდებოდეს, საყვარელი ადამიანის ჩახუტება ყველა წყენას, ტკივილს გავიწყებთ და გრძნობთ, როგორ ივსებით ენერგიით, რომ გააგრძელოთ ბრძოლა.
marao.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა