13 სიმართლე ურთიერთობების შესახებ, რომლის აღიარებაც საკმაოდ რთულია
ყველას გვსურს ვიფიქროთ, რომ რომანტიკული ურთიერთობები ყველაზე დაუვიწყარი, სასიამოვნო და სრულყოფილია. მაგრამ რეალურ ცხოვრებაში, ისევე, როგორც ცხოვრების სხვა დანარჩენ თემებს, მათ დიდი ძალისხმევა და შრომა სჭირდებათ.
1. ყველა ადამიანი ისე არ აფასებს ურთიერთობას, როგორც თქვენ
ძალიან მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რომ ორივეს ერთნაირი მოლოდინები და ღირებულებები გაქვთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ ჩაკეტილ წრეში აღმოჩნდებით, სადაც მუდმივი ბრძოლაა გაჩაღებული.
2. ურთიერთობის დასრულებაზე უარის თქმა, მხოლოდ იმიტომ, რომ ვინმეს გრძნობები არ დააზიანოთ, საშინელი იდეაა
ეს ურთიერთობა არ არის თქვენთვის სასარგებლო და იცით, რომ ცხოვრების ბოლომდე ერთად ყოფნა არ გსურთ. ვიღაცის გრძნობების გაფრთხილება მოკლევადიან პერიოდში, მოგვიანებით მხოლოდ მეტ ტკივილს იწვევს.
3. ურთიერთობის ფარგლებში მარტივია იდენტობის დაკარგვა
თუმცა მისი ხელახლა პოვნა სულაც არ არის ადვილი. ამიტომ მუდამ გახსოვდეთ, თქვენი მეგობრები, სურვილები და მისწრაფებები.
4. მეგობრებისა და პირადი ცხოვრების შენარჩუნება ჯანმრთელი ურთიერთობის გარანტიაა
ასე უფრო ნაკლები ზეწოლა მოდის ურთიერთობაზე, როგორც გართობის საშუალებაზე. ეს მოგცემთ სივრცეს, გადაიტანოთ ყურადღება სხვა ასპექტებზე, შეინარჩუნოთ საინტერესო ცხოვრება და იყოთ ის ადამიანი, ვინც თქვენს პარტნიორს შეუყვარდა.
5. საბოლოოდ, გიყვარდეს ადამიანი, სულაც არ ნიშნავს ყოველთვის „სიგიჟემდე გიყვარდეს“
6. ახალგაზრდობაში თქვენ მუცელში პეპლებსა და ამაღელვებელ ურთიერთობებზე ოცნებობდით, ხოლო ზრდასრულობაში მოგიწევთ აღიაროთ, რომ როდესაც აღფრთოვანება ქრება, ურთიერთობა მაინც რჩება.
თქვენ მუდმივად არ უნდა ეძებდეთ ამაღელვებელ მომენტებს და ამის გამო, არ უნდა შექმნათ კონფლიქტური სიტუაციები. თქვენ უნდა ისწავლოთ კარგად ყოფნა მაშინ, როდესაც ურთიერთობა მშვიდ პერიოდს გადის. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ პარტნიორი აღარ გიყვართ, უბრალოდ, ზოგჯერ, მშვიდი ცურვაც აუცილებელია.
7. გარკვეულ მომენტში მოგიწევთ აირჩიოთ: მისაღებია თუ არა, თქვენი პარტნიორის პიროვნების გარკვეულ ნეგატიური ასპექტები ან გზა დამოუკიდებლად გააგრძელოთ.
8. შესაძლებელია, ყველაფერი სწორად გააკეთოთ, მაგრამ მაინც დამარცხდეთ.
9. როდესაც ადამიანთან ერთად ყოფნას გადაწყვეტთ, მოგიწევთ უარი თქვათ ფანტაზიაზე
ურთიერთობის საწყის ეტაპზე, ჩვენ პარტნიორის იდეალიზებას ვახდენთ და მათ, სრულყოფილად წარმოვიდგენთ. მაგრამ თუ ერთად ყოფნას აირჩევთ, უნდა გახსოვდეთ, რომ აუცილებლად მოგიწევთ სიმართლეს თვალი გაუსწოროთ.
10. როდესაც რომანტიკული ურთიერთობის საწყის ვნებასა და გულის ფრიალს უკან მოიტოვებთ, მოგიწევთ გააცნობიეროთ, რომ სიყვარული ბევრად განსხვავდება რომანებისა და ფილმების იდეალური ურთიერთობებისგან .
11. მხოლოდ იმიტომ, რომ ვინმე გიყვართ, არ ნიშნავს რომ მასთან უნდა იყოთ. ურთიერთობას სჭირდება უფრო მეტი, ვიდრე სიყვარულია.
12. ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ პარტნიორის შეცვლა შეუძლიათ, მუდმივი იმედგაცრუებისთვის არიან განწირულნი. თქვენ ან მიიღებთ მის პიროვნებას უკმაყოფილების გარეშე, ან უბრალოდ დაშორდებით.
13. თქვენი პარტნიორი კეთილი უნდა იყოს თქვენი მიმართ
არაა ნორმალური, თუ ის გიყვირით, უხეშად გექცევათ ან განზრახ გტკენთ გულს. ეს არ ნიშნავს, რომ კონფლიქტები არანორმალურია. ჩვენ ადამიანები ვართ და ხშირად ვკამათობთ, მაგრამ თუ ის ხშირად გადადის ზღვარს, ბრაზდება, შეურაცხყოფს თქვენს პიროვნებას და ივიწყებს თქვენს სიყვარულს, მაშინ ეს ურთიერთობა ტოქსიკურია.
trend.ge