რას გუგლავენ მამაკაცები ქალების შესახებ ყველაზე ხშირად?
იუხედავად იმისა, რომ მამაკაცის გონება სამყაროს ათას საიდუმლოს ჩაწვდა და ტექნიკური პროგრესის სასწაულები მოახდინა, მისთვის ჯერ კიდევ გამოცანად დარჩა სრულიად მარტივი რამ – რა სურთ ქალებს? ქალების ქცევა, მათი სურვილები, მოტივაცია არ ემორჩილება მამაკაცურ ლოგიკას. ქალური ალგორითმები გაცილებით რთულია, ვიდრე მამაკაცური, ამიტომ დაბნეული კაცები ეძებენ კითხვების პასუხს.
ბევრი მამაკაცი კითხულობს პოპულარულ ფსიქოლოგიურ ლიტერატურას ქალების შესახებ, ეს ცოდნა მათ ქალებზე მანიპულაციისათვის ესაჭიროებათ. ისინი სწავლობენ ქალურ სისუსტეებს და ცდილობენ მათ გამოყენებას, რათა სასურველ მიზანს მიაღწიონ.
გარდა ლიტერატურისა, მამაკაცები ხშირად გუგლესაც მიმართავენ. რას ეძებენ მამაკაცები გუგლში? რამდენიმე ყველაზე ხშირად დასმული და უცნაური კითხვა, რაც გუგლმა გაგვიმხილა:
რატომ კითხულობს ქალი „როგორ ხარ?“ და არ ელოდება შენს პასუხს?
როგორც ჩანს მამაკაცებმა არ იციან, რომ ქალები ამ სიტყვებს უბრალოდ მისალმებისთვის იყენებენ და მათ სულაც არ აინტერესებთ როგორ ხართ სინამდვილეში.
რთულია საუბარი დაიწყო ფრაზით „მანქანა გამიფუჭდა, შეგიძლია პროფილაქტიკაში წაიყვანო?“, ეს არათავაზიანად ჟღერს. თუმცა, თუ მამაკაცები იბნევიან ამ შორიდან მოვლის ტაქტიკით, იქნებ ჯობია მოაცილოთ ეს შესავალი და პირდაპირ საქმეზე გადახვიდეთ.
რატომ დადიან ქალები ტუალეტში წყვილად?
იმიტომ, რომ ქალი უფრო სოციალური არსებაა, ვიდრე მამაკაცი და მას უფრო მეტი ურთიერთობები ესაჭიროება. ქალი ნაკლებად ზიზღიანი არსებაა ბუნებრივი ბიოლოგიური მოთხოვნილებების მიმართ, მას ხომ ბავშვების აღზრდა უწევს. ამიტომ საპირფარეშო, იქამდე მიმავალი გზა და უკან დასაბრუნებელი, კიდევ ერთი შანსია, გემრიელად იჭორავო – ეს ქალების ძალიან უნიკალური სუპერთვისებაა.
რატომ ადანაშაულებს ქალი ყველაფერში მამაკაცს?
ფსიქოლოგიაში ამას კაზუალური ატრიბუციას უწოდებენ – დაადანაშაულონ ყველაფერში სხვა, გარე ფაქტორები და არა საკუთარი თავი. ჩვენს პატრიარქალურ სამყაროში, ქალი სუსტ და დაუცველ არსებად ითვლება. ამას კი თავისი შედეგები მოაქვს: ქალი, რომელიც იზიარებს ამ შეხედულებებს, ყველაფერში დამნაშავედ ძლიერს თვლის – ანუ მამაკაცს. ასე რომ, მამაკაცებო ან ითმინეთ, ან ისეთი ქალი შეარჩიეთ, რომელსაც თავად შეეძლება თავის შეცდომებზე პასუხის გაცემა.
რატომ არიან ქალები მუდამ უკმაყოფილოები?
გადაიკითხეთ ისევ ზევით კაზუალურ ატრიბუციაზე, გარდა ამისა, ქალებს ეჩვენებათ, რომ თუ მოეშვებიან და იქნებიან კმაყოფილები, აუცილებლად რაღაც ისე არ იქნება როგორც სურთ. ასევე ქალების უმეტესობა პერფექციონისტია და „კმაყოფილების მდგომარეობა“ უცხოა მათთვის. ისინი მუდამ ან წონას იკლებენ, ან ლამაზდებიან, ან კიდევ ერთი დიპლომის აღებაზე ზრუნავენ.
რატომ ცხოვრობენ ქალები უფრო მეტს, ვიდრე მამაკაცები?
ის რომ ქალები მამაკაცებზე დიდხანს ცოცხლობენ, მედიცინის მიერ დადასტურებული ფაქტია. ქალების სიცოცხლის ხანგრძლივობა მამაკაცებზე 5%-ით მეტია. მიზეზი ამის შეიძლება ის იყოს, რომ ქალები მეტად უფრთხილდებიან ჯანმრთელობას ბავშვების გამო, უფრო ნაკლებად მიდიან ავანტიურებზე, ნაკლებად ეწევიან და სვავენ.
რატომ სცხელათ ქალებს 45 წლის მერე?
აქ არავითარი საიდუმლო არაა. 45 წლის მერე ქალის ცხოვრებაში დგება მენოპაუზა და მათ ასე ვთქვათ სიმხურვალის ხშირი წამოვლები აქვთ. არ გაგიკვირდეთ თუ მაცივრის წინ ქალს დაინახავთ, რომელსაც კარები გაღებული აქვს და დგას. ნუ იფიქრებთ, რომ მას ან ჭამა უნდა ან გადაწყვეტილების მიღება უჭირს რა გამოიღოს.
ჯოჯოხეთში უფრო მეტი ქალები რატომ არიან, ვიდრე კაცები?
საინტერესოა აი ეს სტატისტიკა ვინ და საიდან მოიტანა? ვის აქვს ამის დამადასტურებელი ფაქტები? არა, ნამდვილად ჯობია მამაკაცებო ნაკლები დალიოთ და ნაკლები იოცნებოთ.
fitni.ge