მეცნიერებმა დაადგინეს რამდენ პაემანზე უნდა წახვიდეთ, სანამ თქვენს ნამდვილ მეორე ნახევარს იპოვით
ერთი შეხედვით, მრავალრიცხოვანმა მეგობრულმა შეხვედრებმა გაამარტივა ახალი ადამიანების გაცნობა. გარდა ამისა, თქვენ არც კი გჭირდებათ სახლიდან გასვლა, რათა პოტენციურ მეორე ნახევარს შეხვდეთ - ინტერნეტმა კომუნიკაციები საგრძნობლად გააადვილა. თუმცა, ბევრი ადამიანისთვის კვლავ გამოწვევად რჩება იმ „ერთადერთის“ პოვნა.
მათემატიკა დაგეხმარებათ თქვენი პრობლემის მოგვარებაში
ჩვენ ხშირად ვიღებთ გადაწყვეტილებებს გრძნობებისა და ემოციების საფუძველზე. როდესაც საქმე სიყვარულისა და მეგობრობის თემას ეხება, ერთი შეხედვით ეს სწორი მექანიზმია. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამ თემებშიც კი შეგიძლიათ ისარგებლოთ გარკვეული მათემატიკის გამოყენებით.
Omni Calculator პოლონური სტარტაპია, რომელიც დაგეხმარებათ პირად ცხოვრებაში არსებული პრობლემების მოგვარებაში. მათ შექმნეს ასობით პერსონალურად გათვლილი კალკულატორი, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ გამოთვალოთ ყველაფერი - რა დროს უნდა დაიძინოთ, რათა ენერგიულად გაიღვიძოთ; თუ რამდენი წონის დაკარგვა შეგიძლიათ კონკრეტულ დროში ან როგორი ხასიათი გექნებოდათ, კატა რომ ყოფილიყავით!
არსებობს წესი, რომელსაც შეუძლია გითხრათ, როდის დადგება „ერთადერთთან“ შეხვედრის დრო
ეს კალკულატორი შეჩერების ოპტიმალურ წესს იყენებს. ეს წესი ცდილობს გამოიცნოს პრობლემის გადასაჭრელად განსახორციელებელი ქმედების იდეალური დრო, რათა შემთხვევითი ცვლადების გათვალისწინებით, დადგეს მოსალოდნელი სარგებელი ან შემცირდეს მოსალოდნელი ზიანი. ეს ნიშნავს, რომ გაცნობის დროს, ის დაგეხმარებათ გაერკვეთ, არის თუ არა თქვენთვის შესაფერისი ადამიანი, ვისთანაც ამჟამად იმყოფებით, ან უნდა გააგრძელოთ თუ არა, უკეთესი პარტნიორის ძიება.
თქვენ შეგიძლიათ გაზარდოთ შანსი, რათა შეხვდეთ სწორ ადამიანს
ამ წესის თანახმად, პოტენციური პაემნების საერთო რაოდენობიდან, უარს ამბობთ პირველ 37 %ზე. მაგალითად, თუ მთელი ცხოვრების განმავლობაში პაემანზე 35 ადამიანთან წახვალთ, უარს იტყვით პირველ 12-ზე. შემდეგი ნაბიჯი არის იმ პიროვნების არჩევა, რომელიც უკეთესია, ვიდრე ყველა, ვისაც ადრე შეხვდით. ეს მიდგომა უფრო მეტ შანსს მოგცემთ შეხვდეთ თქვენთვის საჭირო პიროვნებას.
კალკულატორს კიდევ რამდენიმე ცვლადი გააჩნია, რათა შედეგები უფრო სასარგებლო გახდეს რეალურ სიტუაციებში. შეგიძლიათ შეიყვანოთ რამდენი თვის ან წლის განმავლობაში გსურთ იპოვოთ იდეალური პარტნიორი, რამდენ პაემანზე გეგმავთ წასვლას, გსურთ თუ არა თქვენთვის საუკეთესო პარტნიორი ან რამდენია შანსი, რომ პირიქით, თქვენზე იტყვიან უარს.
მოუსმინეთ ინტუიციას და ნუ დაკარგავთ იმედს
რა თქმა უნდა, არ არსებობს გზა, იცოდეთ პაემნების ის ზუსტი რაოდენობა, რომელზეც სიცოცხლის განმავლობაში მოგიწევთ წასვლა. ამასთან, ამ კალკულატორის მიზანია ხალხის წახალისება, რათა იმედი არ დაკარგონ.
კვლევებმა აჩვენა, რომ როდესაც ადამიანები იღებენ გადაწყვეტილებებს, ისინი ჩვეულებრივ ირჩევენ ოპტიმალური წესით ნაკლებს. ეს შეიძლება ნიშნავდეს სამუშაოს გასაუბრებაზე ნაკლებად კვალიფიციური კანდიდატის არჩევას, ან უფრო მეტის გადახდას პროდუქტისთვის, რომელსაც უფრო დაბალ ფასად ვიპოვიდით, თუკი კარგად მოვძებნდით.
ამასთან, ეს კალკულატორი არ არის 100% -იანი ზუსტი და ვერც იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუკი შეძლებდით გცოდნოდათ იმ ადამიანების რიცხვი, ვის ცხოვრების განმავლობაში შეხვდებოდით. სრულიად შესაძლებელია, რომ პირველივე ადამიანი, ვისაც შეხვდებით, თქვენი „ერთადერთი“ აღმოჩნდეს. მაგრამ, თუ ამ მთვლელის რჩევას მიჰყევით, უარს იტყოდით მასზე და ყოველი მომდევნო კანდიდატი, უფრო ნაკლებად კარგი აღმოჩნდებოდა, ვიდრე პირველი. ყველაფერთან ერთად, მნიშვნელოვანია მოუსმინოთ თქვენს გულს, მაგრამ ასევე არ უნდა დაკარგოთ იმედი, თუ დიდი ხნის განმავლობაში ეძებთ სწორ ადამიანს და მაინც ვერ პოულობთ.
trend.ge