თეგებით ძიება

რაზე მიგვანიშნებენ ჩვენი ემოციები

თუ რა ემოციებს განიცდის სხეული, იმ ენერგიას ტრანსლირებს სამყაროში. ხოლო, თუ რა ენერგიას ტრანსლირებ სამყაროში, მის შესაბამის მოვლენებს იზიდავ ცხოვრებაში. ყველაფერი ჯაჭვურად არის ერთმანეთზე გადაბმული და თავის კონკრეტულ ნაყოფს და შედეგს გვაძლევს.

ენერგეტიკული პრაქტიკების ოსტატი, ფსიქოლოგი ანუკი ვეფხვაძე გთავაზობთ სტატიას, სადაც ისაუბრებს ემოციების მნიშვნელობის შინაარსზე და არსზე.

წარმოდგენაც კი არ აქვთ ადამიანების უმრავლესობას, რამდენად მნიშვნელოვანია გვესმოდეს ჩვენი ემოციების და სწორად ვმართავდეთ ჩვენს ემოციებს ეს ქმნის ზუსტად ჩვენი ცხოვრების ხარისხის დონესა და ჩვენს შინაგან ჰარმონიას.

დავიწყოთ პირველ რიგში იმ საკითხის გაანალიზებით, თუ რა არის ემოციები?!
ემოციებს მე დავარქმევდი სხეულის ენას, რომლის საშუალებით სხეული ადამიანს მინიშნებებს და სიგნალს აძლევს, რომ სადღაც სწორ გზას გადაუხვია და საკუთარი თავთან კავშირი დაკარგა და ნამდვილი "მე“ ვერ დაინახა.

ემოციების მართვა, ყველგან ისმის, ამაზე ბევრი ადამიანი მუშაობს კიდევაც, თუმცა იმისათვის, რომ ემოციები მართო უნდა იცოდე მისი შინაარსი და არსი, მხოლოდ მიზეზის გამოკვლევით და სწორად გაგებით ხდება საკითხის მოგვარება და გადალახვა.

რა თქმა უნდა ემოციები ადამიანს ხშირ შემთხვევაში გადმოეცემა მშობლებიდან, საგვარეულოდან, რომელსაც ჩვევის დონეზე განიცდის, ზოგჯერ უმიზეზოდაც და ილუზიებს იქმნის ხშირ შემთხვევაში თითქოსდა მიზეზი აქვს გაბრაზების, წყენის, შურის, განცდების, მოწყენილობის, შურისძიების და ასე შემდეგ...
აქ მთავარია გაანალიზება, რა ემოცია გადმოეცა ადამიანს ჩვევის დონეზე, რომლსაც სხეული განიცდის და რა ემოცია დაიბადა მასში ყოველდღიური ყოფითი ცხოვრებისეული მოვლენებიდან.

რა ემოციაც ადამიანს გადმოეცა, ეს არის ჩვევა.
თუ ემოცია პოზიტიური და დადებითია ეს შესანიშნავია და არ ვეხებით, რადგან დადებითი ემოციები ადამიანს აძლევს ენერგიასა და ძალას და აგებინებს, რომ ჰარმონიულ მდგომარეობაშია, ხოლო რაც ნეგატიურია ანგრევს ადამიანს და აკარგვინებს ენერგიასა და ძალას მენტალურ, ენერგეტიკულ და ფიზიკურ დონეზე, ამიტომ ამ ემოციების შეცვლა ახალი დადებითი ემოციებით მნიშვნელოვანია საკუთარ თავზე მუშაობით.
ხოლო, როდესაც ემოცია იბადება სხეულში, ამ გზით გვესაუბრება, მადალითად: როდის ღალატობს ადამიანი საკუთარ თავს, როდის არ ენდობა და არ ჯერა საკუთარი თავის. ამ დროს უნდა ჩავიხედოთ საკუთარ შინაგან სამყაროში და გავაანალიზოთ, რატომ წარმოიქნა ესა თუ ის ემოცია ჩვენში, ვესაუბროთ და მოველაპარაკოთ რა უნდა გამოვასწოროთ საკუთარ თავთან დამოკიდებულებაში.

ემოციები ეს ჩვენი ინდიკატორია, რომელსაც პოზიტიური განზრახვა აქვს და ჩვენზე ზრუნავს, იმისათვის, რომ ჩავუღრმავდეთ ჩვენს შინაგან მდგომარეობას და გავიაზროთ რა გვაღიზიანებს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავთრგუნოთ ჩვენი ემოციები, არცერთი ემოცია არ იმსახურებს ჩახშობას და დათრგუნვას, ისინი გვესაუბრებიან და ჩვენ უნდა ვისწავლოთ მათი მოსმენა, იმისათვის, რომ ვმართოთ ჩვენი ემოციური ფონი. არადა ხშირად ადამიანი არამარტო დესტრუქციულ ემოციებს, არამედ სიხარულის და ბედნიერების ემოციებსაც კი თრგუნავს და არ აძლევს საშუალებას შეიგრძნოს და გამოხატოს.
რატომ აკეთებს ამას?! რადგან გააჩნია რწმუნებულებები...

მაგალითად: თუ დესტრუქციულ ემოციას გამოხატავს სოციუმი არ მიიღებს... ხოლო თუ ბედნიერებას და სიხარულს გამოხატავს, შეშურდებათ და ასე შემდეგ...
ალბათ გაგიგიათ გამონათქვამი, რასაც ინტერნეტ პოსტებშიც ხშირად შეხვდებით: ,,მეშინია ბედნიერების“ ,,ბედნიერებას სიჩუმე უყვარს“ ზუსტად ამ რწმუნებულებებზე ვსაუბრობ, ყველაფერი ხომ მიზეზ-შედეგობრივია...

ყველა ის ემოცია, რაც სხვა ადამიანების მიმართ წარმოიქმნება სინამდვილეში იბადება საკუთარ თავთან მიმართებაში, თუ გეწყინა, გაბრაზდი, უმადურობა, ტკივილი, უნდობლობა იმედგაცრუება იგრძენი სხვა ადამიანების მიმართ ეს ნიშნავს, რომ სინამდვილეში საკუთარ თავთან გაქვს ეს პრეტენზიები, მაგალითად: თუ საკუთარი თავზე მეტად სხვის იმედად იქნები, რათქმაუნდა ეს ღალატია და უნდობლობა საკუთარი თავის და რათქმაუნდა ხშირ შემთხვევაში სხვა ადამიანის მიმართ იმედგაცრუებით სრულდება მსგავსი სიტუაცია...
ეს ნეგატიური ემოციები კი ადამიანს ანგრევს და ასევე აშორებს ღვთიურ მდგომარეობას, რაც თითოეულ ადამიანშია, რადგან ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი შექმნილია ღვთის ხატად!

თუ გამუდმებით ადამიანს წყინს, მას სამყარო ადამიანების საშუალებით ასწავლის პატიებას, ამასთან თუ ადამიანი პატიებას ვერ სწავლობს, შორდება სურვილების ასრულებისგან. მაგრამ პატიებასთან ერთად ერთი ნიუანსი არ დაგავწიყდეთ, აუცილებლად აუხსენით ადამიანს რა გეწყინათ, რადგან ამით სხვასაც დაეხმარებით გამოსწორებაში და იგივე შეცდომას არ დაუშვებს სხვასთან...

თუ ადამიანი გამუდმებით სხვებს განსჯის, იზიდავს ღალატს...

თუ ადამიანს შურს სხვისი, ამით აღიარებს, რომ ღმერთმა, როგორიც შექმნა მისი უმადური და უკმაყოფილოა და აღიარებს სხვის უპირატესობას, ამით საკუთარ თავში ღვთის ხატს უარყოფს და ამ დროს ელოდება სამყაროს სიკეთეებს, რამხელა შინაგანი კონფლიქტი და დისჰარმონია იბადება არა?!

თუ ადამიანი განიცდის დანაშაულის გრძნობას, იზიდავს სასჯელს და ასე შემდეგ.. ამიტომ თითოეული ემოცია, რაც წარმოიქმნება ვსაუბრობთ და მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ:

თუ დანაშაულის შეგრძნება ჭარბობს, უთხარით საკუთარ თავს, რომ არ გჭირდებათ დანაშაულის შეგრძნება ისედაც გააზრებული გაქვთ, რომ სხვას არ ავნებთ!

თუ შეგშურდათ ვინმესი, შეპირდით საკუთარ თავს, რომ თქვენც აუცილებლად გექნებათ ის რაც გსურთ...

თუ ვინმესგან რაიმე გეწყინათ, შეპირდით საკუთარ თავს, რომ თავად იზრუნებთ საკუთარ ინტერესებზე...

რაც მთავარია, გაათავისუფლეთ საკუთარი თავი პრეტენზიებისგან და მოლოდინებისგან, ამით წყენა და იმედგაცრუებები განეიტრალდება, როგორც საკუთარი თავის, ასევე სამყაროსა და ირგვლივმყოფების მიმართაც, რაც დაგეხმარებათ ჰარმონიული ურთიერთობების აწყობაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა