თეგებით ძიება

5 სატელეფონო ჩვევა, რომელიც ნებისმიერი ურთიერთობისთვის საზიანოა

თანამედროვე სამყაროში არსებობს კონკრეტული ჩვევები, რომლებიც ჩვენი ურთიერთობისთვის დამანგრეველიც კი შეიძლება აღმოჩნდეს.
გაგაცნობთ 5 სატელეფონო ჩვევას, რომელიც ურთიერთობებზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს.

1 როდესაც არ აჩვენებთ თქვენს პარტნიორს- თუ რას უყურებთ ტელეფონში და შესაბამისად ვერ ხვდება რასთანაა დაკავშირებული თქვენი ემოცია.
ეს ჟესტი უხერხულობის განცდას ბადებს.
ერთი შეხედვით პარტნიორი ფიზიკურად თქვენ გვერდითაა, მაგრამ თავი მარტოსულად და დაუცველადაც კი შეიძლება იგრძნოს.
გარდა ამისა, ხშირია შემთხვევა, რომ მსგავსი ქცევები ადამიანებში ეჭვს იწვევს.
სიტუაცია შეიძლება მარტივად გამოაკეთოთ, თუ თქვენს საყვარელ ადამიანს ემოციას
გაუზიარებთ. იქნებ ერთად გაიცინოთ კიდეც?

ბოლო დროს კვლევები ჩატარდა, რამაც ცხადყო, რომ წყვილები, რომლებიც ერთად ხშირად იციანიან, უფრო დიდხანს ინარჩუნებენ ურთიერთობას.

2 როცა ტელეფონს მაგიდაზე არასდროს ტოვებთ და ცდილობთ განცალკევდეთ, როცა ტელეფონით სარგებლობა გსურთ
ამგვარი ქმედების გამო შესაძლოა თქვენმა პარტნიორმა ჩათვალოს, რომ მისგან რაღაცას მალავთ. ამ ჟესტმა შეიძლება გამოიწვიოს ეჭვიანობა, დაძაბულობა, რაც სასიამოვნო ნამდვილად არაა.

3 არასამუშაო საათებში სამუშაო ელ.ფოსტაზე მიღებული შეტყობინებებისთვის პასუხის გაცემა
თქვენც და თქვენი საყვარელი ადამიანიც სავსებით შესაძლებელია, რომ ძალიან დატვირთულები იყოთ და ეს გასაგებიც არის. თუმცა, ზოგჯერ ადამიანებს ავიწყდებათ კარიერასა და პირად ცხოვრებას შორის საზღვრის გავლება. შესაძლოა თქვენი პარტნიორი იმის გამო უკმაყოფილო იყოს, რომ მუდმივად ერთი კონკრეტული მიმართულება გაქვთ და ამასობაში ბევრ სხვა რამეს აკლდებით, რაც მასთან ერთად უნდა გაიზიაროთ.
არ დაგავიწყდეთ, რომ არსებობს ადამიანი, რომელიც თქვენს ყურადღებას იმსახურებს.

4 ერთად ვახშმობთ და ამ დროს ტელეფონს ხშირად ამოწმებთ?
თანამედროვე სამყაროში ადამიანები მუდმივად მიიჩქარიან და ცდილობენ ყველაფერი მოასწრონ. სადილი, ვახშამი და მსგავსი მომენტები კი საუკეთესო რამაა იმისთვის, რომ ერთად ყოფნის დრო მოგვეცეს და ერთმანეთს ვეკონტაქტოთ.
ეცადეთ, რომ ურთიერთობა კომუნიკაციის ნაკლებობას არ განიცდიდეს, რადგან ზოგჯერ ერთ სახლში მცხოვრები ადამიანები ისე ხდებიან უცხო ერთმანეთისთვის რომ ამის გაცნობიერებასაც ვერ ასწრებენ.

5 ეცადეთ მხოლოდ მიმოწერით არ შემოიფარგლოთ. ეს განსაკუთრებით იმ სიტუაციას ეხება, როცა დაბადების დღე აქვს, ან რომელიმე დღესასწაულია.
სმარტფონის გავლენამ ჩვენ შეიძლება სითბო, სინაზე, ზრუნვა და მხარდაჭერა გვერდზე გადაგვადებინოს.
ფსიქოლოგები დარწმუნებულები არიან, რომ ადამიანები ჯანსაღ ემოციურ კავშირებს სხვადასხვა მოწყობილობების საშუალებითაც ქმნიან, მაგრამ ერთად გატარებულ დროზე ძვირფასი განა შეიძლება რამე იყოს?
ჩახუტება, კოცნა, შეხება, საჩუქარი, შეუძლებელია ტელეფონით კომუნიკაციამ სრულყოფილად ჩაანაცვლოს.
თქვენ როგორ ფიქრობთ, გაქვთ მსგავსი მავნე ჩვევები? ახდენს თუ არა გავლენას ეს ყველაფერი ჩვენს ურთიერთობებზე?
marao.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა