თეგებით ძიება

გააკეთეთ ეს ტესტი და გაიგეთ, რამდენად თავდაჯერებული ადამიანი ხართ!

ხართ თუ არა ნამდვილად თავდაჯერებული ადამიანი თუ უბრალოდ ასეთ შთაბეჭდილებას ახდენთ სხვებზე? გაეცით კითხვებს ერთი კონკრეტული სავარაუდო პასუხი და გაიგეთ ამის შესახებ…

გააკეთეთ ეს ტესტი და გაიგეთ, რამდენად თავდაჯერებული ადამიანი ხართ!
\\

კითხვები:

1. ხელის ჩამორთმევის როგორ სტილს ანიჭებთ უპირატესობას?

ა) მოკლე, მაგრამ ძლიერი.
ბ) ხანგრძლივი და ინტენსიური.
გ) მსუბუქი შეხებით.

2. თქვენი ზოდიაქოს ნიშანი?
ა) ლომი, ვერძი, თხის რქა, კურო.
ბ) ტყუპები, მორიელი, მერწყული, მშვილდოსანი.
გ) თევზები, კიბო, ქალწული, სასწორი.

3. როგორი კანი გაქვთ?
ა) ნორმალური, არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას.
ბ) არამგრძნობიარე.
გ) მშრალი და მგრძნობიარე.

4. პარკში სკამზე ზის ქალი, რომელიც გართულია ფიქრებით. თქვენ გეჩვენებათ, რომ
ა) მას მოსწონს მარტოობა.
ბ) მას სურს, რომ სხვებს შეეცოდოთ.
გ) მას რაღაც პრობლემები აქვს.

5. რა არის დამახასიათებელი თქვენთვის?
ა) წყენების სწრაფი დავიწყება.
ბ) არ ფიქრობთ მხოლოდ საკუთარ თავზე.
გ) თუ ვინმეს ატყუებთ, განიცდით სინდისის ქენჯნას.

6. რომელი ფიგურა მოგწონთ ყველაზე მეტად?
ა) სამკუთხედი.
ბ) რომბი.
გ) წრე.

7. რა სპორტით იქნებოდით დაკავებული ხალისით?
ა) საპარაშუტო სპორტი.
ბ) წყალში ხტომა.
გ) ალპინიზმი.

ინსტრუქცია
დათვალეთ, რომელ ასოზე უფრო მეტი პასუხი გაქვთ.

ტესტის შედეგები

თუ ,,ა” ასოზე ყველაზე მეტი პასუხი გაქვთ – თქვენ დარწმუნებული ხართ საკუთარ თავში, თუმცა არც ის სიტუაციებია უცხო, რომლებშიც თავს არამყარად გრძნობთ. ამის აღიარება შეგიძლიათ, რადგან ძლიერი პიროვნება ხართ. რასაც ჩაიფიქრებთ, ყველაფერს მიაღწევთ.

თუ ,,ბ” ასოზე ყველაზე მეტი პასუხი გაქვთ – თქვენი თავდაჯერებულობა რამდენადმე მყიფეა. თუ რაიმე საქმეში მრავალწლიანი გამოცდილება გაქვთ, თვლით, რომ ყველაფერი წესრიგში იქნება, მაგრამ უცნობი ადამიანები, სიახლეები საკმაოდ გაღიზიანებთ, ვინაიდან კარგავთ თავდაჯერებულობას. ამის შემდეგ მხოლოდ განწყობებზე ხართ დამოკიდებული.

თუ ,,გ” ასოზე ყველაზე მეტი პასუხი გაქვთ – თქვენ ნამდვილად გაკლიათ დადებითი თვითშეფასება. არ ხართ მიჩვეული გარშემომყოფთათვის ნდობის გამოცხადებას. ტანჯავთ საკუთარ თავს სხვადასხვა მოგონებებით და ამით აწმყოსაც იმწარებთ. ეცადეთ იპოვოთ დრო იმისთვის, რომ გააანალიზოთ ამ არათავდაჯერებულობის მიზეზი თქვენში. თუ არ გამოგივათ, მიმართეთ ფსიქოლოგს.

თქვენ რომელ კატეგორიაში შეხვედით? მოგვიყევით კომენტარებში!

genius.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა