12 ნიშანი, რომ პარტნიორთან დაუჯერებელი ქიმია გაკავშირებთ
ეს გრძნობა იმდენად ძლიერია, რომ მას ვერავინ და ვერაფერი გაანადგურებს.
ხშირია შემთხვევები, როცა ადამიანებს შორის განსაკუთრებული ურთიერთობა ყალიბდება: მათ აქვთ ბევრი საერთო ინტერესი, ცხოვრებასთან დაკავშირებით კი - მსგავსი შეხედულებები, ღირებულებები და რწმენა გააჩნიათ.
თუმცა, საბოლოოდ, ისინი ვერ პოულობენ ძლიერ კავშირს და ერთმანეთთან თავს უცხოდ გრძნობენ.
მეორე მხრივ, შესაძლოა ორი სრულიად განსხვავებული ადამიანი შეხვდეს ერთმანეთს და მათ შორის ძლიერმა სიყვარულმა იჩინოს თავი. ეს ქიმია მათ შორის იმდენად ძლიერი იქნება, რომ მას ვერავინ გაანადგურებს.
ამ სტატიაში ჩვენ
გავეცნობით 12 ნიშანს, რომ თქვენ და თქვენს პარტნიორს წარმოუდგენელი ქიმია გაკავშირებთ.
1. პატიოსნება
პატიოსნება ნებისმიერ ურთიერთობაში მნიშვნელოვანია რამ არის. აუცილებელია, რომ ორივე პარტნიორი ერთმანეთთან გულწრფელი და გახსნილი იყოს. იმ შემთხვევაში, თუ ნამდვილად სურთ, რომ მჭიდრო კავშირი დაამყარონ.
თუ პატიოსნებამ ამ ქიმიაში თავისი ადგილი იპოვა, მაშინ უკვე იცით, რომ რაღაც განსაკუთრებული იპოვნეთ.
2. თანმიმდევრულობა
ეს იმის ნიშანია, რომ თქვენ და თქვენი პარტნიორი ხელჩაკიდებულები მოძრაობთ. თქვენ შეგიძლიათ ენდოთ ერთმანეთს და მისგან მხარდაჭერას გრძნობთ. ახერხებთ, რომ დააფასოთ თქვენი დრო, როგორც საერთო, ისე ის დრო, რომელსაც ცალ-ცალკე ატარებთ.
თუ ეს ასე არ მოხდა, სავარაუდოდ- ქიმია უბრალოდ გაქრება.
3. კომუნიკაცია
ის რაც აუცილებელია ნორმალური ურთიერთობისთვის. ამის გარეშე უბრალოდ შეუძლებელია, რომ ერთმანეთს გაუგოთ და რთულ სიტუაციებში კომპრომისის გამოძებნა შეძლოთ.
სათანადო კომუნიკაციის გარეშე, არც კი უნდა ეცადოთ რაიმე სერიოზულის აშენებას.
პარტნიორები, რომლებიც წარმოუდგენლად ძლიერ ქიმიას გრძნობენ, ყოველთვის პოულობენ საერთო ენას და იციან, როგორ იურთიერთონ ერთმანეთთან თანაბარი პირობებით.
4. თავისუფლება
ქიმია არ არის მხოლოდ მიზიდულობა. თითოეულ თქვენგანს სჭირდება თავისუფლება. თუ პარტნიორებმა იციან, როგორ სცენ პატივი ერთმანეთის პირად სივრცეს, ეს სწორედ ამ ქიმიის არსებობის ნიშანია.
5. პატივისცემა
სიყვარული პატივისცემის გარეშე უბრალოდ არ არსებობს. ასე რომ, მის გარეშე არც ქიმია არსებობს. თუ გსურთ იპოვოთ ნამდვილი სიყვარული, მაშინ პირველ რიგში ერთმანეთის პატივისცემა უნდა ისწავლოთ!
6. საერთო ინტერესები
ჩვენ ყველას გვაქვს ჩვევები, რომლებიც გამოგვარჩევს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენი პარტნიორი თქვენივე ჩვევებს იზიარებდეს. თუნდაც ეს უმნიშვნელო წვრილმანი იყოს. ამ ასპექტის არსებობა მყარ საფუძველს ქმნის, რომ ურთიერთობაში ძლიერი ქიმია გაგაჩნდეთ.
7. ენდეთ!
ზოგი მიიჩნევს, რომ ნდობის გარეშე ურთიერთობის გაგრძელება შესაძლებელია. ალბათ ეს ასეც არის. მაგრამ, წარმოუდგენლად ძლიერი ქიმია მხოლოდ მაშინ იქნება, თუ თქვენ შორის ძლიერი ნდობაა. როდესაც ერთმანეთს ნებისმიერ სიტუაციაში ენდობით.
უბრალოდ ჰკითხეთ საკუთარ თავს: ვენდობი ჩემს პარტნიორს? ქიმია ნდობის გარეშე არ არსებობს.
8. გეგმები ერთობლივი მომავლისთვის
აშკარაა: როგორ შეგიძლია მყარი ურთიერთობის დამყარება, თუ მომავალს არ გეგმავ? ქიმია არ იქნება სიყვარულში, თუ თქვენ ადამიანთან საერთო მომავალს ვერ ხედავთ.
9. მხარდაჭერა
თუ ორივემ იცით, როგორ დაუჭიროთ მხარი ერთმანეთს, მაშინ მარტო არ ხართ.
თქვენ იცით, რომ ის ნებისმიერ რთულ სიტუაციაში დაგეხმარებათ. ურთიერთობაში სტაბილურობის განცდა მნიშვნელოვანი ელემენტია ქიმიის მისაღებად.
10. გამოცდილების გაზიარება და გაცვლა
თუ პარტნიორებს შორის ძლიერი ქიმია იგრძნობა, მაშინ მათ იციან, როგორ უნდა გაუზიარონ ერთმანეთს სასარგებლო გამოცდილება, რაც საშუალებას მოგცემთ, რომ მომავალში შეცდომები თავიდან აიცილოთ. მაშინაც კი, თუ პრობლემა შეგექმნათ, დაილაპარაკეთ ამაზე და მიიღეთ ამისგან სარგებელი. ამრიგად, ურთიერთობა უფრო გამყარდება.
11. მზრუნველობითი ქიმია
აქ ემოციების სხვადასხვა სპექტრთან გვაქვს საქმე. მაგალითად, როდესაც ერთმანეთზე ღელავთ. ეს არის ღრმა გრძნობა, რომლის საშუალებითაც ერთმანეთზე ზრუნვას სწავლობთ. ეს კავშირი განსაკუთრებულია.
12. ერთად თავს ბედნიერად გრძნობთ
ნორმალურ ურთიერთობაში თავს ბედნიერად იგრძნობთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, არის კი ის საჭირო? თქვენი ამოცანაა შეინარჩუნოთ სიყვარულის ცეცხლი და ის იყოს რაც შეიძლება ძლიერი და გრძელვადიანი. იმისთვის, რომ შეინარჩუნოთ ურთიერთკავშირი და ეს წარმოუდგენელი ქიმია. და ბოლოს, ბედნიერება არის ის, რაც ორ ადამიანს აერთიანებს და ორ ნახევარს ერთ ნაწილად აქცევს.
marao.ge