თეგებით ძიება

ანანისის პუნში - როგორც კი ბაგესთან მიიტან, უკვე დამათრობელია

დღეს ანანასის დღეა! ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეს ხილი შეგვიძლია, მივიღოთ ნებისმიერი სახით.

შეგვიძლია თავს უფლება მივცეთ, მივირთვათ პიცა ანანასით, კრევეტები ანანასის სოუსში და ანანასის პუნშიც კი! როგორ მოამზადოთ? ახლავე გასწავლით!

ინგრედიენტები (2 ულუფისთვის):

500 მლ ანანასის წვენი;

100 მლ ლაიმის წვენი;

200 მლ ანანასის სიროფი;

10 წვეთი სამბუკი/აბსენტი;

20 წვეთი ანგოსტურა;

400 მლ ბრენდი;

400 მლ მშრალი თეთრი ღვინო.

მოსართავად:

დაჭრილი ფორთოხალი, ლაიმი, ანანასი და პიტნის ფოთლები.

მომზადების წესი:

1. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი გრაფინში.

2. გააცივეთ მაცივარში.

3. მიიტანეთ სუფრასთან ლამაზად დაჭრილ ხილთან ერთად.

ამ სასმლის მთელი ხიბლი იმაშია, რომ საოცარი სურნელი აქვს და არომატი, რომელსაც მაშინვე შეიგრძნობ, როგორც კი ბაგესთან მიიტან, უკვე დამათრობელია და მხიარულ განწყობაზე სწრაფად მოყავხარ!

სასიამოვნო ანანასის დღეს გისურვებთ!
gurmania.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა