ძლიერი ქალის 10 ჩვევა, რომელთა შესახებაც არასოდეს საუბრობს
1. ის ყოველთვის ცდილობს განვითარებას
მიზანი არის ის, რაც ქალს მოტივაციას უნარჩუნებს. ის არ წყვეტს მიზნისკენ სწრაფვას და არ შეჩერდება, სანამ სასურველს არ მიიღებს. ძლიერმა ქალმა იცის, რომ ცხოვრებაში გარანტირებული არაფერია, რომ ცხოვრებაში თავისით არაფერი მოდის და ბევრი უნდა იშრომოს.
2. ის არ დაკარგავს დროს იმ ადამიანებთან ურთიერთობისთვის, რომლებიც მისთვის უმნიშვნელოა
ძლიერი თავდაჯერებულია და საკუთარ თავს დიდ პატივს სცემს, თუ მის გვერდით ყოფნა გსურთ, ის უნდა ხედავდეს თქვენს მიზანდასახულობას.
3. ძლიერი ქალი არ ურთიერთობს იმ ადამიანებთან, რომლებიც ცხოვრებას ურთულებენ
მას შეუძლია ურთიერთობის დასაწყისშივე მიხვდეს, თუ როგორია ესა თუ ის ადამიანი და თავს შორს იჭერს მისგან. ძლიერმა ქალმა იცის, რომ ცხოვრება ზედმეტად ხანმოკლეა იმისთვის, რომ ის ადამიანებს გაართულებინოს.
4. ძლიერი ქალი არ დარდობს იმაზე, თუ რას ფიქრობს ხალხი
არ ადარდებს ის, თუ რას იტყვის ხალხი მისი ჩაცმის სტილზე, მის ქმედებებზე. ის იცნობს საკუთარ თავს კარგად და სხვებზე უკეთ იცის, როგორი ქმედებებია სწორი.
5. ის იღებს საკუთარ თავს ისეთს როგორიცაა
მან იცის საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარის შესახებ, იცის საკუთარი გარეგნობის შესახებ და იცის, რომ სრულყოფილი არავინაა. ძლიერ ქალს უყვარს საკუთარი თავი და იღებს მას ისეთს, როგორიცაა.
6. თუ მარტოხელაა, ეს არ ადარდებს და მარტოც შეუძლია ბედნიერი იყოს
ძლიერ ქალს არავინ სჭირდება ბედნიერებისთვის. მას შეუძლია მარტომ ივახშმოს რესტორანში, მარტო წავიდეს კინოში და მიიღოს სიამოვნება. თუმცა ამავდროულად, ის ყოველთვის მზადაა ურთიერთობებისთვის და თუ შესაფერი ადამიანი გამოჩნდა, მასთან ურთიერთობაზე უარს არ იტყვის.
7. ძლიერ ქალს მეგობრების ვიწრო წრე ჰყავს
მას ჰყავს რამდენიმე ნამდვილი მეგობარი, რომლებსაც ენდობა, რომელთა შესახებ ყველაფერი იცის, რომლებსაც მხარს უჭერს და მათი მხარდაჭერის იმედი აქვს. ის ამჯობინებს, ჰყავდეს სანდო ვიწრო სამეგობრო წრე.
8. ძლიერი ქალი პატივს სცემს სხვებს და საკუთარ თავს
მისგან ვერ გაიგებთ სექსისტურ გამონათქვამებს და თავადაც არ მოგცემთ უფლებას მისი თანდასწრებით ასე ისაუბროთ. სხვების გარეგნულ მხარეზე არ ამახვილებს ყურადღებას და იცის, რომ გარეგნობაზე ბევრად მნიშვნელოვანი ადამიანის შინაგანი სამყაროა.
9. დაუცველი, არასაიმედო მამაკაცი აშინებს მას
ძლიერი ქალი თავდაჯერებულია, იცის რა სურს, იცის რა მიზნისკენ მიდის და არ სურს იმ მამაკაცის გვერდით ყოფნა, რომელსაც ეშინია ცხოვრების, რისკის გაწევის, რომელიც არასაიმედოა.
10. ძლიერ ქალს შეუძლია გადადგას პირველი ნაბიჯი
მას არ აშინებს უარყოფა. როცა რაიმე უნდა, მის მისაღებად ურჩევნია გადადგას პირველი ნაბიჯი, ვიდრე დაელოდოს სხვას. ურჩევნია იცოდეს, რომ უარყვეს და იმედი აღარ ჰქონდეს. თუ მას უარს ეტყვიან, უარყოფენ, არ იდარდებს. უნდა იდარდოს მან, ვინც უარყო და გააცნობიეროს, ვინ დაკარგა.
trend.ge