დაამზადეთ ნაოჭების საწინააღმდეგო სახის ნიღაბი სახლის პირობებში
ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღბის დასამზადებლად დაგჭირდებათ:
ალოეს ნიღაბი
ინგრედიენტები:
1 ს.კ. ალოეს წვენი
2 წვეთი ვიტამინი A
2 წვეთი ვიტამინი E
1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი
შეურიეთ ყველაფერი, წაისვით სახეზე. დაიდეთ ზემოდან მკვრივი ქაღალდის ხელსახოცი. დატოვეთ 10-15 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ.
ფქვილის ნიღაბი
ინგრედიენტები:
30 გ ფქვილი
2 ს.კ. მინერალური წყალი
1 კვერცხის ცილა
2 ს.კ. ზეთი
0,5 ჩ.კ. მარილი
ფქვილი წყალს შეურიეთ, გაასქელეთ. დაამატეთ ყველაფერი. სქლად წაისვით სახეზე, ჩამოიბანეთ 30 წუთის შემდეგ. წაისვით კრემი.