თანადაფინანსების პროექტი სტარტაპებს - რას სთავაზობს TIA.GE მცირე მეწარმეებს
საკონსულტაციო კომპანია „ლემონსმა", TIA.GE-სთან ერთად, ახალი თანადაფინანსების პროექტი დაიწყო სტარტაპებისთვის.
მათთვის, ვისაც ამ დრომდე არ აქვთ თავიანთი პროდუქციის სივრცე ინტერნეტში, არ იციან როგორ მართონ სოციალური ქსელები სწორად, სურთ ჰქონდეთ საკუთარი ლოგო: დღეიდან აქვთ შესაძლებლობა შეკვეთიდან 5 დღეში სრულყოფილად წარსდგნენ ინტერნეტ სივრცეში.
პროექტ „თაბერს“- პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდი ქმნის, რომელიც სტარტაპს აძლევს შესაძლებლობას იყოს წარმოსადეგი, მეტად ცნობადი და აღქმადი. აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს კომპანიის/მცირე მეწარმის ცნობადობის ამაღლებას და პროდუქციის პოპულარიზაციას.
რატომ სტარტაპი - სტარტაპისთვის და რას ნიშნავს „ტაბერი”? - ამ კითხვით საკონსულტაციო კომპანია „ლემონსის“ დამფუძნებელს ირა მელიმონაძეს მივმართეთ:
„პასუხი ძალიან მარტივი და ლოგიკურია, ისეთივე, როგორც ამ პროექტის სახელწოდება. 2020-მა წელმა მსოფლიო კრიზისი გამოიწვია და ეს კრიზისი საქართველოსაც შეეხო. უამრავი ადამიანი, განურჩევლად კვალიფიკაციისა და პროფესიისა, უმუშევრად დარჩა.
საინფორმაციო სააგენტო TIA.GE -ს და საკონსულტაციო კომპანია „ლემონსს” 10 წლიანი არსებობის მანძილზე არაერთი საქველმოქმედო ღონისძიება თუ სოციალური პროექტი აქვს ჩატარებული, ბევრი, მათ შორის, არც გასაჯაროებულა. ახლა, ამ შემთხვევაში კი საჯაროობის გარეშე შეუძლებელია მოქმედება…
ამჟამად უკვე საკონსულტაციო კომპანია „ლემონსმა”, რომელმაც არსებობა 10 წლის წინ, ერთი პატარა ოთახიდან დაიწყო, დღევანდელ დღემდე მოსულმა, ეკონომიკურად ყველაზე რთულ პერიოდში, გადაწყვიტა მხარდაჭერა გამოუცხადოს იმ ახალგაზრდა ბიზნესს, რომელიც ახლა გადის იმავე გზას, რაც „ლემოსმა“ 2010 წლიდან გამოიარა.
სწორედ ეს იყო მსჯელობის და ფიქრის მიზეზი, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ, რა გავაკეთოთ იმისთვის რომ, ხელი შევუწყოთ, როგორც უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს, ასევე სტარტაპერებს და რაც მთავარია ახალგაზრდა კომპანიებს, რომელსაც კრიზისი ყველაზე მეტად შეეხო, არსებობა განაგრძონ. სწორედ აქედან გამომდინარე, დიდი გუნდის ბევრი ფიქრის, მსჯელობის და განსჯის შემდეგ წამოვიდა ახალი იდეა სტარტაპი-სტარტაპისთვის და სლოგანი „ვეძებთ დასაქმების მაძიებლებს - რაც გულისხმობს ბევრი სტარტაპ პროექტის თანადაფინანსებას ციფრულ სამყაროში ინტეგრირებისთვის და 100-მდე ადამიანის დასაქმებას ამავე მიმართულებით," - განაცხადა კომპანია „ლემონსის" დამფუძნებელმა ირინა მელიმონაძემ.
ინფორმაციისთვის, TIA.GE „ლემონსის” ფინანსური მხარდაჭერით, სტარტაპებს გაუწევს კონსულტაციას და შეთავაზებული პაკეტის (დიჯითალ ბოქსი - ღირებულება 4 000 ლარი) 75 %-ს დააფინანსებს, ხოლო სტარტაპი თავის მხრივ აღნიშნული პაკეტის შეძენის შემთხვევაში 25%-ს, 1000 ლარს გადაიხდის.
გარდა ფასისა, ამ პაკეტის უმნიშვნელოვანესი ღირებულება დროა, რომელიც სტარტაპს აძლევს შესაძლებლობას შეკვეთიდან 5 დღეში სრულყოფილად წარსდგეს ინტერნეტ სივრცეში.
ლოგოს დიზანი, ლოგოს ვიდეო ანიმაცია, სავიზიტო ვებ-გვერდი, დომეინი, ჰოსტინგი, კორპორატიული მეილი, Keyword-ების შექმნა, სავიზიტო ბარათი: დიზაინი/ბეჭდვა, სოციალური მედიის შექმნა, გუგლში რეკლამის განთავსება, საინფორმაციო მხარდაჭერა ფეისბუქ ფეიჯზე (არ არსებობის შემთხვევაში დამზადება), სტატიის განთავსება TIA.GE-ზე, ესაა შეთავაზების ჩამონათვალი, რომელსაც მოიცავს „დიჯითალ ბოქსი".
დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ თაბერის ვებ-გვერდს:- TABERI.TIA.GE ასევე მოგვწერეთ MAIL-ზე: [email protected] , ან დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე: 599 279-400