ფსიქოლოგიური ტესტი - სხეულის რა ნაწილს იბანთ შხაპის ქვეშ პირველად
ხშირად ჩევნს მოქმედებებს ქვეცნობიერი მართავს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რაიმეს ავტომატურ რეჟიმში ვაკეთებთ. ერთერთი ასეთი ქმედება შხაპის მიღებაა. თუმცა, ეს გაუცნობიერებელი ქმედებები ხშირად ჩვენს ფსიქოტიპზე ბევრ რამეს გვეუბნება.
ანალოგიურია სტატიაში განხილული შემთხვევაც - მარტივი ფსიქოლოგიური ტესტი: "რას იბანს ადამიანი პირველად შხაპის მიღების დროს".
თავი და თმა
ადამიანი, რომელიც პირველ რიგში თავს და თმას იბანს პუნქტუალურობით, დისციპლინირებულობითა და თავდაჯერებულობით გამოირჩევა, მიჩვეულია ყველაფერი თანმიმდევრულად გააკეთოს.
სახე
თუ ადამიანი პირველად სახეს იბანს, იგი რაღაცაზე შფოთავს. იგი ცდილობს, რაც შეიძლება სწრაფად მოიწესრიგოს გრძნობები და ნერვები.
მხრები და კისერი
ქვეცნობიერში სხეულის ეს ნაწილები მუშაობასთან არის დაკავშირებული. შესაბამისად ვინც პირველ რიგში მხრებს და კისერს იბანს, შრომისმოყვარეობით გამოირჩევა და პერფექციონიზმისკენ აქვთ მიდრეკილება. ისინი მზად არიან არ გაჩერდნენ, სანამ დასახულ მიზნებს არ მიაღწევენ.
მკერდი
მკერდის დაბანას გახსნილი, სიმორცხვის კომპლექსისგან თავისუფალი, პრაქტიკული და დამოიკიდებელი ადამიანები იწყებენ. ისინი ისმენენ სხვების აზრს, მაგრამ საკუთარს უფრო ითვალისწინებენ.
ზურგი
ზურგი ქვეცნობიერად დაუცველ ადგილად მიიჩნევა. შესაბამისად, ასეთი ადამიანები ფარული მარტოხელები არიან, ისინი ნაკლებად ენდობიან სხვებს.
ფეხები
ბანაობას ფეხების, განსაკუთრებით კი ტერფების დაბანით ამტანი ადამიანები იწყებენ, ისინი პრაქტიკულები და თავმდაბლები არიან, გადაწყვეტილების მიღების წინ უყვართ ყველაფერის კარგად აწონ-დაწონა.
ინტიმური ადგილები
ეს თვისება ინტროვერტებს, გულჩათხრობილ და მორცხვ ადამიანებს ახასიათებთ. ისინი იშვიათად უშვებენ ადამიანს ახლოს, თუმცა, მეგობრებისა და ნათესავებისთვის სიცოცხლეს გასწირავენ.
newpost.ge