7 სასტიკი (მაგრამ აუცილებელი) გაკვეთილი, რომელიც 30 წლისთვის უნდა ისწავლოთ
1. თქვენ არ ხართ ვალდებული, 30 წლისთვის გაანალიზებული გქონდეთ ცხოვრებაში რისი კეთება გინდათ
ნამდვილად არა. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გქონდეთ წარმოდგენა იმის შესახებ, თუ ვისთან ერთად გინდათ ცხოვრება ან რას მოიცავს თქვენი ინტერესები, შეუძლებელია ოცდაათი წლის ასაკში გქონდეთ სრულყოფილი ცხოვრება. ამისთვის ჯერ არ გაქვთ საკმარისი ფული ან ცხოვრებისეული გამოცდილება. თანაც, ჯერ კიდევ გაინტერესებთ გარშემო მყოფების აზრი. საკუთარი თავის შეცნობა და ცხოვრების გადაფასება, სწორედ 30 წლის შემდეგ იწყება.
2. თქვენ არ ხართ იმ საქმით ბედნიერი, რომელსაც ასრულებთ
უფრო მეტიც, რაც მეტად დაიტვირთავთ თავს ოფისში გვიანობამდე მუშაობით, მით მეტად შეგაწუხებთ ყველა ის საქმე, რისი გაკეთებაც გსურთ, მაგრამ არ გაქვთ გონებრივი ენერგია მათი რეალურად გაკეთებისთვის. გახსოვდეთ, რომ დასვენება სასიცოცხლოდ აუცილებელია.
3. თქვენ არ გჭირდებათ განათლება იმის დასადგენად, თუ რისი კეთება გამოგდით ყველაზე უკეთ
ასევე არ გჭირდებათ განათლება კარიერული წინსვლისთვის, განსაკუთრებით, თუ ის მხატვრული ან შემოქმედებითი ხასიათისაა. ხალხს მეტად აინტერესებს თქვენი შესაძლებლობები ვიდრე რა ნიშნებზე სწავლობდით.
4. თუ ამაზე უნდა იფიქროთ, მაშინ პასუხი უარყოფითია
რა თქმა უნდა, არსებობს ბევრი სიტუაცია, როდესაც გარკვეული დადებითი და უარყოფითი შედეგები უნდა აწონ-დაწონოთ. თუმცა ვიყოთ გულწრფელები და ვაღიაროთ, თუ ძალიან დიდხანს უნდა იფიქროთ, თუ რას იტყვით მოცემულ წინადადებაზე ან შესაძლებლობაზე, მაშინ პასუხი უარყოფითი იქნება.
5. ზოგჯერ „რთული“ და „სწორი“ ერთი და იგივეა
თუ იცით, რომ რაღაც შინაარსობრივად სწორია მაშინ საკუთარი თავის წინაშე ვალდებული ხართ, დაიცვას ეს პოზიცია. ძალიან ბევრი ადამიანი მიჰყვება ბრბოს და ხშირად იცვლის შეხედულებებს; ნუ იქნებით მათ შორის, თუნდაც განზე დგომა ყველაზე რთული იყოს.
6. ნერვიულობით ვერასდროს შეძლებთ შეცვალოთ მოსალოდნელი შედეგები
არ ინერვიულოთ მანამ, სანამ რამე ფაქტის წინაშე არ დადგებით. იმის გამო, რომ რაღაც ცუდი შეიძლება მოხდეს, ეს არ ნიშნავს, რომ ახლანდელი გამოცდილება არ არის სასიამოვნო. იცხოვრეთ აქ, ახლა და მოეშვით უაზრო დარდს მომავალზე.
7. თქვენ გაქვთ უფლება შეცვალოთ თქვენი აზრი…
ნებისმიერ საკითხზე. იმაზე, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია; იმაზე, თუ ვინ არის თქვენთვის მნიშვნელოვანი, იმაზე, თუ რა მოგწონთ ან რა არ მოგწონთ. ცვლილება გარდაუვალია და ერთადერთი ადამიანი, ვისაც ზიანს მიაყენებთ, თუ თავს შეცვლის უფლებას არ მისცემთ, ... თქვენ ხართ. ევოლუცია აუცილებელია, თუნდაც ეს საშიში იყოს.
trend.ge