პომიდორი კორეულად - გაზაფხულის უგემრიელესი დელიკატესი
ინგრედიენტები:
პომიდორი - 2 კგ
ბულგარული წიწაკა - 4 ც.
ნიორი - 2 თავი
წითელი მწარე წიწაკა - 2 ც.
მწვანილი
შესაკაზმი:
ძმარი - 100 მლ
მცენარეული ზეთი - 100 გ
შაქარი - 100 გ
მარილი - 2 ს.კ.
მომზადება:
ბოსტნეული, პომიდორის გარდა, გაატერეთ ხორცსაკეპ მანქანაში. აურიეთ. მწვანილი წვრილად დაჭერით. პომიდორი გაჭერით შუაზე, თუ დიდია - ოთხად. შემდეგ ჩააწყეთ ფენებად სამლიტრიან ქილაში: ჯერ პომიდორი, შემდეგ ბოსტნეულის ნარევი, მწვანილი.
შესაკაზმად ყველა ინგრედიენტი გადაურიეთ ერთმანეთში და დაასხით ქილაში ჩაწყობილ პომიდორს. ქილას დაახურეთ პლასტმასის თავსახური და შედგით მაცივარში ამოტრიალებულ მდგომარეობაში (დადგით თავსახურით ქვემოთ).
ეს იმისათვის კეთდება, რომ დილით უკვე შეიძლებოდეს ზემოდან აღება. შემდეგ უკვე ინახავთ ჩვეულებრივ მდგომარეობაში. მეორე დღეს უფრო გემრიელია!
გემრიელად მიირთვით!
gurmania.ge