სალათი „ზოდიაქო“ - არავის არ დატოვებს გულგრილს
ინგრედიენტები:
ქამა სოკო - 500 გ
ხახვი - 1 ც.
ქათმის ფილე - 1 ც.
კიტრი - 2 ც.
კვერცხი - 2 ც.
სიმინდი - 1 ქილა
მაიონეზი - გემოვნებით
მარილი, პილპილი - გემოვნებით
მცენარეული ზეთი - შესაწვავად
მომზადება:
1. ქამა სოკო დაჭერით და მოშუშეთ მცირე რაოდენობის ზეთში. დაამატეთ მარილი. სითხე არ უნდა იყოს.
2. ხახვი წვრილად დაჭერით და მოშუშეთ ოქროსფრამდე.
3. დაჭერით მცირე კუბიკებად მოხარშული ქათმის ფილე, კვერცხი და კიტრი.
4. ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ სასალათეში, დაამატეთ კონსერვირებული სიმინდი და კარგად აურიეთ. დაამატეთ გემოვნებით მარილი, პილპილი და მაიონეზი.
gurmania.ge