თეგებით ძიება
05. 04. 2021 News-ები

"განქორწინების შემდეგ ვაჟს ქმარს დავუტოვებ - მინდა ცხოვრება გავუმწარო"

საზოგადოებაში დამკვიდრებულია აზრი, რომ განქორწინების შემდეგ მამაკაცი ჩიტივით თავისუფალია, არ გააჩნია არანაირი პასუხისმგებლობა. ის ეძებს ქალს, რომელიც მის ყოფილ მეუღლეზე ახალგაზრდაა, ხოლო ქალს პირიქით, პრობლემები ემატება, იძულებულია შვილები მარტომ აღზარდოს, ხოლო ქმრების უმრავლესობის მონაწილეობა შვილების აღზრდაში მხოლოდ ალიმენტების გადახდით შემოიფარგლება.

ამ "ტრადიციის" შეწინააღმდეგებას აპირებს რუსეთის მოქალაქე, 33 წლის ნატაშა (სახელი პირობითია), რომელიც შემდეგ ისტორიას ჰყვება.

"23 წლის ვიყავი, როდესაც ჩემი პირველი ქორწინება დაინგრა. ქმარმა მიმატოვა და ჩვილი ვაჟი ჩემი გასაზრდელი გახდა. ის მხოლოდ კაპიკებს მიგზავნიდა ალიმენტის სახით. ძალიან მიჭრდა.

გავიდა 3 წელი და მეორედ გავთხოვდი, მეორე ვაჟი შემეძინა. 8 წელი ბედნიერად ვიცხოვრეთ და უცებ განმიცხადა, რომ თანამშრომელი შეუყვარდა და უნდა დავშორდეთ," - ყვება ნატაშა.

33 წლის ქალი აცხადებს, რომ მისი ქმარი არჩევანში თავისუფალია და ის არ აპირებს მას ქონება გაუყოს, მიუხედავად იმისა, რომ ბინა, სადაც ცხოვრობენ, ერთად შეიძინეს. თუმცა, ერთ რამეში წინააღმდეგობას აუცილებლად გაუწევს.

"მეორედ ვარ ასეთ სიტუაციაში. ცხოვრებამ რაღაცა მასწავლა. მას სურს, რომ სახლიდან გადავიდე და ჩემს პირად ერთოთახიან ბინაში ვიცხოვრო, კი ბატონო, მაგრამ მეორე ვაჟს, რომელიც ჩვენი საერთო შვილია, მას დავუტოვებ. თან წავიყვან მხოლოდ ჩემს უფროს შვილს. მას თავის დროზე ძალიან უნდოდა საერთო შვილი გვყოლოდა, ხოდა მოუაროს. მშობლებს ხომ თანაბარი უფლება-მოვალეობები გააჩნიათ. თუ სურს, მე გადავუხდი ალიმენტებს, შვილსაც ხშირად ვინახულებ," - აცხადებს ქალი.

ნატაშა ამბობს, რომ ქმარი ამას არ ელოდდა, აცხადებს, რომ მან არ იცის როგორ გაზარდოს მარტომ შვილი. ქალის მშობლებიც წინააღმდეგი არიან, რომ მან მეორე შვილი ქმარს დაუტოვოს, მეგობრებიც გაოგნებული არიან, მაგრამ ის შეუვალია.

"მე არ მინდა ვიცხოვრო ორ პატარასთან ერთოთახიან ბინაში. მეც ხომ მაქვს უფლება პირადი ცხოვრება და კარიერა ავაწყო? ვმუშაობ, დასვენებაც მჭირდება. მას უნდა ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დაიწყოს? სიყვარულით და უზრუნველად იცხოვროს ახალ ოჯახთან? ვერ მივართვი. გაზარდოს ჩვენი საერთო შვილი, რომლის ყოლაც ასე უნდოდა, ნახოს როგორია ბავშვის აღზრდა, ," - ამბობს ნატაშა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა