ტესტი: "რამდენად სწრაფად აზროვნებ“
ძალიან მნიშვნელოვანია გააცნობიეროთ, რომ გონება არის ინფორმაციის მიმღები, ხოლო, უფრო ძლიერი და აღმატებული გონება - სამყაროს აზროვნებაა.
ასევე არის საერთო ინფორმაციული ველი, რომელსაც გაუცნობიერებლად ერთვება ჩვენი გონება და იღებს სხვადასხვა ინფორმაციას, ზუსტად ასე ქმნიან გენიოსები შედევრებს, მათი აზროვნება სწრაფია, და შემოქმედების ნაკადთან დაკავშირებული, რა გზითაც იღებენ ისეთ ინფორმაციას, რომელიც ცვლის და ამსხვრევს სამყაროზე შექმნილ სტერეოტიპებს ან წინ უსწრებს მომავალს.
ენერგეტიკული პრაქტიკების ოსტატი, ფსიქოლოგი ანუკი ვეფხვაძე გთავაზობთ ტესტს, რომელიც დაგეხმარებათ გაიგოთ, თუ რა რესურსი, რისი გაკეთება ან სწავლა გჭირდებათ ამ ეტაპზე იმისათვის, რომ გააუმჯობესოთ გონების სისწრაფე იმისათვის, რომ სხვანაირად დაინახოთ საკითხების მოგვარების გზები?!
და როდესაც ამ ყოველივეს გააცნობიერებთ შესაძლოა მოიხედოთ უკან და დაუსვათ საკუთარ თავს შეკითხვები!
როგორ შეიძლებოდა ასე, რომ "ვერ ვაცნობიერებდი და ვამუხრუჭებდი“?
როგორ ვერ ვიგებდი ასე თვალნათლივ გამოვლენილს?
ყველაფერი ხომ ასე იოლი და მარტივი ყოფილა?!
ცხოვრება, ფულის შოვნა, ურთიერთობები და ამ ყველაფრისგან სიამოვნების მიღება!!!
1. ზოგადად გონებას აქვს უნარი მიიღოს ინფორმაცია მაღალი ძალებიდან, სამყაროდან, საერთო ინფორმაციული ველიდან, შემოქმედების ნაკადიდან, ადამიანებს სხვადასხვა ინფორმაციის მიღების წყარო აქვთ. თქვენც ასეთ უნარს ფლობთ, თუმცა ამის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანია გონება გაათავისუფლოთ ნეგატიური აზრებისგან, იმისათვის, რომ ინფორმაცია მიიღოთ ნათლად და შეგეძლოთ მისი მიღება, გააზრება, ანალიზი, რაც კიდევ უფრო დაგეხმარებათ საკუთარი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.
2. თქვენს წინაშე ასეთი რთული ამოცანა დგას, შეიყვაროთ თითოეული ადამიანი ისე, როგორც ახლობელი. ვინც კი შემოდის თქვენს ცხოვრებაში დაინახეთ მასში ახლობელი ადამიანი, რამდენიც არ უნდა იყვნენ, მთელი გულით შეიგრძენით ეს მდგომარეობა. თუნდაც არ გვქონდეს ახლობელთან ახლო ურთიერთობა, მაინც ვგრძნობთ ადამიანები ერთმანეთის მდგომარეობას და მზად ვართ დავეხმაროთ ხოლმე რთულ სიტუაციაში ზუსტად ეს არის ადამიანების სიყვარული და ეს მშვენიერია, არ მეთანხმებით?! ნუ შეგაშინებთ ადამიანის მხრიდან ღალატი და ამის გამო ნუ ჩაიკეტებით სხვა ადამიანებთან, რადგან სრულიად უცხო ადამიანი, ვისგანაც არ ელით ის გეხმარებათ რთულ სიტუაციაში და ხდება თქვენი ახლობელი.
3. თქვენს გონებას ახასიათებს შიში, როდესაც ბევრი საქმე გაქვთ, ქაოსია გონებაში, ამ დროს გონება იწყებს შფოთვებს და სტრესი გადაეცემა მთელ სხეულს, რის გამოც უმიზეზოდ განწყობა გიფუჭდებათ. მიაწოდეთ, ხოლმე გონებას ყოველდღიური, ყოველი კვირის და ყოველი თვის გეგმები, ამით უკეთ შეიგრძნობთ ყოველივეს, რაც გელოდებათ. რაც უფრო ცოტა გეგმა გაქვთ, მით უფრო მეტად შიშობს გონება, ამიტომ მიაწოდეთ მიმართულება თქვენს გონებას და არა უსარგებლო ფიქრები!
როდესაც გეგმავთ, ამით მართავთ თქვენს ცხოვრებას, ეს არ ნიშნავს, რომ გეგმები არ იცვლება ხოლმე, თუმცა ეს ნიშნავს, რომ ცხოვრებას აზრი ეძლევა და ადამიანს ამისათვის ენერგია და შინაგანი ძალაც ეძლევა სამოქმედოდ!
4. თქვენი ნეირონული კავშირები აწყობენ ინფორმაციის მიღების არხებს, რომლის საშუალებითაც იღებთ საჭირო რესურსებს, ადამიანებს, მოვლენებს, აუცილებელია საკუთარ ენერგიას გრძნობდეთ იმისათვის, რომ ეს ენერგეტიკული არხები თქვენთვის მუშაობდეს, იღებდეთ საჭირო ინფორმაციას და გონება თავისი სწრაფი და მოქნილი მუშაობით ამ ინფორმაციას ანაწილებდეს საჭირო მიმართულებით. არხი არის ნებისმიერი იდეა, პროექტი, თუმცა მნიშვნელოვანია ამაზე დღეში 15 წუთი მაინც ფიქრობდეთ, რათა მიიღოთ სწორი ინფორმაცია თუ როგორ შექმნათ, განავითაროთ ესა თუ ის ჩანაფიქრი.
5. ნებისმიერი სამუშაო ადამიანებისათვის ასოცირდება, რომ უნდა გაიქცნენ და რაღაც გააკეთონ, თუმცა დაფიქრება, თუ როგორ ჯობია მოქმედება, ალბათ ამას შედარებით ნაკლები თუ იაზრებს და თქვენ ეს ნამდვილად შეგიძლიათ! გააუმჯობესეთ ეს მდგომარეობა და გონების სწრაფი მუშაობა დაგანახებთ უკეთესს გამოსავალს, სხვანაირად მოგვარების გზებს, ამას კი სტრატეგიული აზროვნება ქვია.
6. თქვენი გონება არის ძლიერი დაცვა. განვითარებული, ძლიერი, მომუშავე და მოაზროვნე, რომელიც მიილტვის მუდამ მეტისკენ და მაქსიმუმისკენ. ამიტომ არ დაგენანოთ თქვენს საკუთარ თავში ინვესტიციის ჩადება, ეს შეიძლება ეხებოდეს ცოდნას, ტრენინგებს, ის რაც მეტად აამუშავებს და გახსნის თქვენს გონებას.
7. უნდა გააცნობიეროთ რამდენად ფასეული პიროვნება ხართ და ეს მოგცემთ უზარმაზარ რესურსს, რომელიც დადებითად აისახება თქვენს ცხოვრებაზე, რადგან ძალიან ცოტაა, ვინც ადეკვატურად აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს, ამიტომ დაფიქრდით ახლავე საკუთარ პიროვნებაზე თუ რა შეგიძლიათ შექმნათ ფასეული და რმდენად დააფასებდით თქვენს შესაძლებლობებს?!
8. თქვენთან მაქვს კითხვა, რამდენად კმაყოფილი ხართ საკუთარი გონების მუშაობით? გაფერხებთ ხოლმე? იქნებ გადატვირთულიცაა უსარგებლო ინფორმაციებით.. წარმოიდგინეთ ერთი წუთით, ახლა სადაც ცხოვრობთ, ან თქვენი ოთახი არის თქვენივე გონება:
რის გაუმჯობესებას ისურვებდით? რისი გადაადგილება გსურთ? რისგან გათავისუფლება? ზუსტად ასევე გონებას ყოველთვის ჭირდება გაუმჯობესება, ამაზეა დამოკიდებული ადამიანის ჯანმრთელობა, ენერგია, შინაგანი ძალა, ბედნიერება და წარმატებები!
9. თქვენი გონება სიხარულით სავსეა, გონების სისწრაფე დამოკიდებულია სიხარულზე, როდესაც გიხარიათ გონება ყველაფერს სხვანაირად აღიქვავს, ყველაფერს იოლად აგვარებს. პანიკურად მომუშავე გონებას არ ძალუძს გამოსავლის ძიება, მხოლოდ წუწუნი, ბევრი მშფოთვარე ფიქრი და დეპრესია შეუძლია, ამიტომ ყოველთვის გიხაროდეთ, რაც კიდევ მეტ გონიერებასა და სიბრძნეს მატებს ადამიანს!