თეგებით ძიება

რატომაა წვერიანი მამაკაცი განსაკუთრებით მიმზიდველი?

ჩატარებული კვლევების თანახმად, მამაკაცები თავს უფრო თავდაჯერებულად გრძნობენ, როდესაც წვერებს ატარებენ. გამოკითხვამ აჩვენა, რომ ყოველი მეხუთე მამაკაცი თანახმაა ერთი წლის განმავლობაში უარი თქვას სექსზე, სანაცვლოდ კი სრულყოფილი წვერი მიიღოს. მართალია მამაკაცების უმრავლესობა მზად არ არის ამ არჩევანის გასაკეთებლად, თუმცა ისინი კვლავ ოცნებობენ მამაკაცურ სახის თმაზე. კაცებისთვის წვერი ისეთივე სენსიტიური თემაა, როგორც ქალისთვის წონა, კანი, თმა და სხეულის ფორმები - მას შეუძლია შექმნას ან დაანგრიოს მამაკაცის თვითშეფასება.

საინტერესოა, როგორ შეიძლება ამ პატარა დეტალმა, სახის თმამ შეცვალოს მამაკაცის აზრი საკუთარ თავზე. ფსიქოლოგებმა შეისწავლეს ეს ფენომენი და განმარტეს, თუ რატომ არის წვერი მამაკაცის იმიჯის მნიშვნელოვანი ნაწილი.

წვერი მამაკაცურობის სიმბოლოა (სულ მცირე, მამაკაცებისთვის)
მოდი ვაღიაროთ, რომ საუკუნეების განმავლობაში, კაცობის გაგება დიდად არ შეცვლილა. მამაკაცები არიან არსებები, რომელთაც სურთ თავიანთი ბატონობის დამტკიცება და ზოგიერთისთვის წვერი სწორედ ამ დომინირების სიმბოლოა. ეს მათ ძალასა და დამაჯერებლობას ანიჭებს, ისევე როგორც ჯავშანტექნიკა ჯარისკაცს.

დარვინის ვარაუდით, ძველ დროში წვერებს იყენებდნენ სხვა მამაკაცი მტრის დასაშინებლად. ეს მიუთითებდა ძალაზე, სოციალურ სტატუსსა ან თუნდაც სიმდიდრეზე. მართალია დღეს წვერი შეიძლება არ იყოს ამ ყველაფრის ინდიკატორი, მაგრამ სიმბოლო კი ნამდვილადაა.

სინამდვილეში, წვერის არსებობა ტესტოსტერონის, მამაკაცის ჰორმონის გვერდითი მოვლენაა. ეს ჰორმონი პასუხისმგებელია სხეულის ბევრ მამაკაცურ ფუნქციაზე, როგორიცაა კუნთების ძალა, სპერმის ხარისხი და ჯანმრთელი ერექცია. მეცნიერულად რომ ვთქვათ, წვერი ნამდვილად არის მამაკაცურობის მაჩვენებელი. ზუსტად ამიტომ ქალებს ჩვეულებრივ არ აქვთ სახის თმა, თუ არ აქვთ ტესტოსტერონის დისბალანსი.

ამიტომ გასაკვირი არ უნდა იყოს ის, რომ კაცები თავს უფრო მამაკაცურად გრძნობენ, როდესაც წვერი აქვთ. დამატებით, საზოგადოება პოზიტიურად რეაგირებს მათ წვერზე და აგრძნობინებს, რომ ისინი უფრო ვაჟკაცურები არიან, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს იმაზე, თუ როგორ გრძნობენ მამაკაცები წვერს ქვეცნობიერის დონეზე.

ქალებს უფრო მეტად იზიდავთ მამაკაცი, რომელიც წვერს ატარებს
მრავალმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ქალები უპირატესობას წვერიან მამაკაცებს ანიჭებენ. მართალია წვერი მოდური „აქსესუარიცაა“, მაგრამ მის მიღმა, ნამდვილად იმალება ევოლუციური მიზანი.

წვერები მხოლოდ მამაკაცისთვისაა დამახასიათებელი. არსებობს უამრავი ცხოველი, რომელთა სხეულები სრულადაა დაფარული თმებში, მაგრამ არცერთ მათგანს არ აღენიშნება თმა სახის მიდამოებში.

დარვინის ვარაუდით, მამაკაცისთვის წვერი საპირისიპირო სქესის მოსაზიდი ორნამენტული თვისებაა. ეს დაახლოებით ფრინველების მრავალფერი ბუმბულისა და განსაკუთრებული ხმების მსგავსია - ამ განსაკუთრებული თვისებით, ისინი საპირისპირო სქესს იზიდავენ. თუ ამ მსჯელობას მივყვებით, მაშინ პრეისტორიულს ქალებს უფრო მეტად იზიდავდნენ წვერიანი მამაკაცები, ხოლო პრეისტორიული კაცები უფრო წარმატებით ასრულებდნენ პროკრედიტაციას. ხოლო დღეს, ქვეცნობიერად დამალული ეს დამოკიდებულება განაპირობებს ქალების არჩევანს.

წვერი კარგად მალავს სახის იმ ნაწილებს, რომელიც მამაკაცს არ მოსწონს
მამაკაცებისთვის, სახის თმა შეიძლება იყოს მაკიაჟის მსგავსი. ის იდეალურად მალავს აკნეს, ნაწიბულებს, ლოყებს, კანის ცუდ ფერს და ნებისმიერ რამეს, რაც მამაკაცს არ მოსწონს საკუთარ თავში. ხოლო იმის შესაძლებლობა, რომ დაიმალოთ ის ნაწილები, რომლებიც არ მოგწონთ, თავდაჯერებულობას ზრდის და უფრო მიმზიდველად გაგრძნობთ თავს.

წვერიანი მამაკაცი უფრო ხშირად განიხილება, როგორც უფრო კომპეტენტური პიროვნება

სინამდვილეში ეს კონცეფცია მხოლოდ მოსაზრებაა და ჭეშმარიტებას არ წამოადგენს. ვიღაცას სახის თმა მეტად უხდება, ხოლო სხვას სუფთად გაპარსული წვერი.

წვერი მხოლოდ სახის თმა არ არის. ესაა დეტალი, რომელიც მამაკაცების ეს სუპერ ძალას ჰგავს. რადგან ის აუმჯობესებს მათ ვიზუალს - ზრდის მათ მამაკაცურობას, ძალას, წარმატებას, ნდობასა და მიმზიდველობას.

წვერის ტარების უამრავი სარგებელი ნამდვილად მოდის საზოგადოების შეხედულებებიდან. შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს შეიცვალოს მოსაზრებები წვერის შესახებ და ისინი სტილიდან გადავიდნენ. თუმცა, დღეს ეს დღე არ არის.

რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა კაცი უნდა გაიქცეს და წვერი გაიზარდოს. ამ სტატიის მიზანი იყო მხოლოდ იმის გარკვევაა, თუ როგორ და რატომ შეუძლია სახის თმას ზრდას მამაკაცის თვითშეფასების შეცვლა. თუმცა ქალების დიდ ნაწილს ისევე მოსწონს სუფთად გაპარსული მამაკაცი, როგორც წვერიანი კაცი.

წვერი მხოლოდ სიმბოლოა და არა ადამიანის ცხოვრების განმსაზღვრელი ფაქტორი. ამასთან, ახლა ის ტრენდულია, ისევე როგორც წარსულში. ეს ტენდენცია, ალბათ, მალე არ გაქრება, ამიტომ წვერიანი მამაკაცები თავს წარმოუდგენლად მიმზიდველად გრძნობენ.

trend.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა