თეგებით ძიება

ტოპ 5 მეთოდი, როგორ შევაყვაროთ თავი მამაკაცს

სიყვარული რთული გრძნობაა. მიუხედავად ამისა, ყველა ადამიანს სურს იყოს შეყვარებული. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ჩვენი გრძნობების ობიექტი გულგრილია და არ განიცდის რაიმე განსაკუთრებულ ემოციებს ჩვენს მიმართ.

წარმოგიდგენთ ხუთ ყველაზე პოპულარულ მეთოდს, თუ როგორ უნდა შეაყვაროთ თავი მამაკაცს.

გახდი უნიკალური

ეცადე, მისთვის ყოველთვის გამოცანად დარჩე, რომლის ამოხსნის სურვილს არასოდეს დაკარგავს. დააინტრიგეთ! გაუგზავნეთ მოულოდნელი, დამაბნეველი ესემესი, რომ შენს რებუსებზე იფიქროს... აჩვენეთ, რომ საინტერესო და რთული შინაგანი სამყარო გაქვთ. შთაგონებისთვის უყურე ფილმებს, მსგავსი თემატიკით. მაგალითად „ქაღალდის ქალაქები“.

ეთამაშე

მამაკაცები ბუნებით მოთამაშეები არიან. ამას არ აღიარებენ, მაგრამ შინაგანად თავგადასავლებისკენ მიისწრაფვიან. შენ უნდა ეცადო, რომ მისი ყველაზე საინტერესო თავგადასავალი გახდე. დაიწყე რაიმე მარტივით, მაგალითად, კარტით. დააკვირდი ყურადღებით მის სტრატეგიას, რეაქციებს და ქცევებს. თამაში თანდათანობით გაართულე და წინასწარ ნურასოდეს გაახმოვანებ პირობებს. შენთან კონტაქტი მისთვის გართობაც უნდა იყოს.

იმსახიობე

ყველა ქალი რაღაც დონით მსახიობია. მამაკაცი ბუნებით პოლიგამი. იმისთვის, რომ მისი მოთხოვნილებები დააკმაყოფილო, დროდადრო როლები უნდა შეიცვალო. თუ დღეს ბიზნეს ლედი ხარ, წითელი ტუჩებით, მკაცრი კოსტიუმით და მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელებით, ხვალ რომანტიკულ ნატურად უნდა იქცე, ვარდისფერ კაბასა და კიკინებში.
ყოველთვის იყავი მრავალფეროვანი და შენი საყვარელი მამაკაცი მუდამ დაელოდება ინტერესით მორიგ შეხვედრას.

გათავისუფლდი

ერთ-ერთი ფაქტორი, რაც მამაკაცებს უკან ხევთ, ზედმეტი შებოჭილობა და კომპლექსებია. იყავით საკუთარ თავში დარწმუნებული და გათავისუფლდით. ნუ მოაბეზრებთ თავს ხშირი რეკვით. ნუ იეჭვიანებთ ყველაზე და ყველაფერზე. ამას ყველაზე ძლიერი ნერვების მქონე მამაკაციც კი გამოყავს წყობილებიდან.

ნუ გამოუტყდები სიყვარულში პირველი

დააცადე, სანამ ამას თვითონ არ გააკეთებს. მამაკაცი ბუნებით მონადირეა. ამასთან, შეიძლება შენმა ზედმეტმა აქტიურობამ შეაშინოს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა