მოჭიქული ხაჭო იგივე "სიროკი"
მოჭიქული ხაჭო, იგივე "სიროკი", რომელიც ძალიან უყვართ ბავშვებსაც და დიდებსაც. არის ძალიან გემრიელი და მარტივი მოსამზადებელი.
ინგრედიენტები:
500გრ-ხაჭო, მშრალი
80-100გრ-შაქრის პუდრა (ან თქვენი გემოვნებით)
50გრ-ოთახის ტემპერატურის კარაქი, ვანილი
ყველაფერი კარგად გათქვიფეთ მიქსერით ისე, რომ ერთგვაროვანი მასა მივიღოთ. შემდეგ მოათავსეთ საკონდიტრო პარკში და 15-20წთ შედეთ საყინულეში.
გაციებული მასა მოვათავსოთ წინასწარ გამზადებულ სამზარეულოს პარკზე, სასურველი ზომით და ფორმით. შეგიძლიათ შუაში გაუკეთოთ ჩაღრმავება და მოათავსოთ სასურველი გულსართი. შემდეგ ისევ მოათავსეთ ხაჭო და გადაახვიეთ პარკში, მჭიდროდ. შევდოთ საყინულეში 2-3სთ. კარგად უნდა გაიყინოს.
გაყინული ხაჭოები გავათავისუფლოთ პარკისგან წინასწარ, სანამ ამოვავლებთ შოკოლადში, რომ დრო არ დავკარგოთ. ამ ინგრედიენტებით გამოვიდა 13 ცალი.
ამოსავლებად დამჭირდა 240გრ შოკოლადი, რომელიც გავადნე ცხელი წყლის აბაზანაზე. რომ გადნა გადმოვდგი და დავუმატე 50მლ ზეთი. კარგად ამოვურიე და ამოვავლე ხაჭოები. მოვათავსე პერგამენტზე. შოკოლადი მომენტალურად შრება. საბოლოოდ მოვათავსოთ საყინულეში გასამყარებლად. გამზადებული "სიროკები" მოვათავსოთ კონტეინერში ან პარკში და შევინახოთ საყინულეში.
ავტორი: ქეთინო კეთილაძე